”სამწუხაროდ, ჩვენ პუტინისეული შეფუთვა ავიღეთ, რომელიც გვეუბნება - საზოგადოება უნდა მართო ერთპიროვნულად და ის რამე ფორმით დაკმაყოფილებული უნდა გყავდეს; რომ ელიტა უნდა მართავდეს სახელმწიფოს, რომელსაც რამდენიმე ფიგურა ეყოლება წინ წამოწეული და დასავლეთისთვის მისაღებ ანტურაჟსა და ფაქტურას გაათამაშებს”, - უთხრა ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმა ”კვირის პალიტრას”.
ამ გაზეთში დღეს პატიმრობაში მყოფი ისრაელელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მდგომარეობაზეც წაიკითხავთ სტატიას. მკითხველი გაეცნობა ნაწყვეტებს რონი ფუქსის ჩანაწერებიდან, რომლებიც მას ადვოკატისა და ისრაელის კონსულის თანდასწრებით გაუკეთებია: ”შემოიტანეს ვერცხლისფერი პაკეტი, გახსნეს და მკითხეს - იცი თუ არა ეს რა არისო. არა-მეთქი... ეს კოკაინიაო. მერე ჩანთა მომთხოვეს. ვაჩვენე. ჩადეს კოკაინი და მითხრეს, ეს დანაშაული ოცწლიან სასჯელს ითვალისწინებსო და გავიდნენ. ახალმოყვანილმა პატიმარმა მითხრა, რომ დიდი, 100 მილიონ დოლარად შეფასებული, პრობლემები მაქვს.”
”კვირის პალიტრაში” ქვეყნდება ინტერვიუ ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან. ის ამბობს: ”არავინ იფიქროს, რომ კახაბერ შარტავასა და ირაკლი ალასანიას შორის პიროვნული პრობლემებია, პირიქით. გეთანხმებით, რომ ქართულ ოპოზიციას დასალაგებელი გვაქვს კომბინაცია და არამარტო ”ექვსიანის” ფორმატში. საზოგადოებაში ოპოზიციის ერთობის მოთხოვნაა და ვიღებთ ამ შეკვეთას.”
ოპოზიციის ერთიანობისა და ”ექვსიანის” ფორმატში ერთიანობის სიმყარის ხარისხით დღეს სხვა გაზეთებიც ინტერესდებიან. ”ახალი თაობის” სტატიის სათაურია: ”ალასანია დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას ხელს უშლის”. ავტორი ”კონფიდენციალურ წყაროზე” დაყრდნობით წერს: „‘ექვსიანის’ ერთ-ერთ შეხვედრაზე ”ეროვნული ფორუმი” გაუბრაზებია იმ ამბავს, რომ საკმაოდ რთულადაა საქმე და პოლიტიკური ვითარება ”ექვსიანში” და მოუთხოვიათ ”ექვსიანის” ”გასუქება” და მათ წარმომადგენელს, ბატონ გუბაზ სანიკიძეს, ულტიმატუმის ტონით შეუთავაზებია ”ექვსიანში” შემავალი სუბიექტებისთვის ”ექვსიანში” ეკა ბესელიას, კახა კუკავასა და ლევან გაჩეჩილაძის შემოყვანა, თანაც ისეთი იდეოლოგიური სარჩულით, ფინანსებში მთლად კარგად ვერა ვართო”. იმავე სტატიის ავტორი წერს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს უარი უთქვამს ამ შეთავაზებაზე: ”რუსული ფულის შემოსვლა არ შეიძლება, სამშობლოს ღალატია ამ საკითხის თუნდაც იდეის დონეზე დასმაო”.
”ექვსიანის” ამბებს ეხება ”ვერსიაში” გამოქვეყნებული ინტერვიუ ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელ აკაკი ასათიანთანაც.
”ვერსიაში” წაიკითხავთ ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ აკაკი მინაშვილთან საარჩევნო გარემოს საკითხებზე: ”რა შეთანხმებაც მოხდა რიგ საკითხებზე, ის კომისიაში ხელუხლებლად გადაიგზავნა. რაც შეეხება დანარჩენ ტექსტს, რადგან ყველაფერი შეთანხმებული არ ყოფილა, იმას არ ნიშნავს, რომ იგი ძველი კოდექსიდან უნდა გაგზავნილიყო. ამიტომ გარკვეული ცვლილებები მასშიც შევიდა. ბუნებრივია, ოპოზიცია საქმის კურსში არ იყო, რადგან ისინი სარედაქციო ჯგუფის მუშაობაში იყვნენ ჩართულნი, ხოლო მეორე ჯგუფი მთლიანად კოდექსზე მუშაობდა და, იმედია, ყველას კარგად ესმის, რომ ტექსტში კიდევ ბევრი რამ იყო შესაცვლელი.”
”რეზონანსი”, დავით უსუფაშვილი: ” თუ არჩევნებზე ვლაპარაკობთ და მისადმი ნდობის გაზრდაზე, ხელისუფლება ერთი წელი არ უნდა იტყუებოდეს შინ და გარეთ, რომ ვითონ მოქმედ კოდექსში გარკვეულ ცვლილებებს ამზადებს და სინამდვილეში სადღაც სარდაფებში ისხდნენ და იქ წერდნენ ახალ პროექტს.” უსუფაშვილის აზრით, ”კოდექსი ტექნიკურად უკიდურესად დაბალ დონეზეა შესრულებული” და მის პირობებში ”არჩევნების ჩატარება, უბრალოდ, შეუძლებელია, კარგისაც და ცუდისაც”.
“24 საათი” წერს ცვლილებებზე, რომლებიც 2012 წელს საატესტატო და მისაღებ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ახალგაზრდების გამოცდისას განხორციელდება.
”ასავალ-დასავალი” წერს, რომ 26 სექტემბერს მელაანის სკოლის გახსნაზე ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრის მოსურნე პედაგოგი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. გაზეთი ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” მიერ ლამზირა ყორჩიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუსაც აქვეყნებს. რესპონდენტი ამბობს, რომ, თუ ამის საშუალება მიეცა, გამტაცებლებსაც ამოიცნობს და მათ მანქანასაც.
”კვირის ქრონიკის” პირველ გვერდზევე ნახავთ სათაურს: ”დიდი სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში”. ავტორი წერს: ”როგორც ზეკომპეტენტურმა და სანდო წყარომ ინფორმაცია მომაწოდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 22 მღვდელმთავარი უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს განუდგა!!! განდგომილები, მართალია, პატრიარქს წირვა-ლოცვებში იხსენიებენ და ამის არგაკეთებას ისინი, ჯერჯერობით ვერ ბედავენ, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და საგანგაშო!..”.