არტ-ვილა "გარიყულა" საქართველოში თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონალური ცენტრია, რომელიც განთავსებულია მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ე. წ. ბოლგარსკების სასახლეში და მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში. 30 სექტემბერს აქ დაიხურა თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დირექტორი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას ეწვია და გიორგი გვახარიას ესაუბრა.