კავკასიელი ჟურნალისტები ჩრდილოეთ კვიპროსში შეიკრიბნენ სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარზე. გაეცნენ კვიპროსის კონფლიქტის ისტორიას და მისი მოგვარების პერსპექტივას; მოინახულეს კვიპროსის ბუფერული ზონა. ქალაქ ფამაგუსტაში გაიმართა მამუკა ყუფარაძის ფილმის - "აგვისტოს ომის განაჩენის" - ჩვენება და დისკუსია. კავკასიელმა ჟურნალისტებმა ერთობლივ პროექტებზეც იმსჯელეს.