15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში 2011-2012 აკადემიური სასწავლო წელი დაიწყო. წელს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება პირველი კლასიდანვე სავალდებულო გახდა. მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდებათ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.