რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი. მან ილაპარაკა ირაკლი ჩარკვიანის ახალ ალბომზე, რომელზე მუშაობასაც ის ასრულებს. გიორგი ასანიშვილმა, რომელიც ჩარკვიანის ორი ალბომის პროდიუსერი გახლავთ, გარდაცვლილი მომღერლის ჩანაწერები მოაგროვა, დაამუშავა და ალბომის სახე მისცა.