Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტანტებს


სირიელმა ჯარისკაცებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰამაში, რომლის ქუჩებშიც ათასობით დემონსტრანტი გავიდა მეჩეთებში დღევანდელი ლოცვის შემდეგ. დაიღუპა ერთი ადამიანი. სირიაში ხუთი თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. უფლებადამცველების მონაცემებით, დღეს სირიაში კიდევ სამი ადამიანი იქნა მოკლული. ძალადობა გრძელდება მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნისა, ბოლო მოეღოს რეპრესიებს საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. „ასადზე ზეწოლის მოსახდენად საჭიროა სანქციები ნავთობისა და გაზის მრეწველობის მიმართ და გვსურს, ვიხილოთ, რომ ევროპამ გადადგას მეტი ნაბიჯი ამ მიმართულებით. და გვსურს ვიხილოთ, რომ ჩინეთმა გადადგას ნაბიჯები ჩვენთან ერთად. აგრეთვე ინდოეთმა, რადგან ინდოეთსა და ჩინეთს ენერგეტიკის სფეროში დიდი ინვესტიციები აქვთ სირიაში“, განაცხადა კლინტონმა. მანვე რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სირიისათვის იარაღის მიყიდვა. სირიაში 2000-მდე ადამიანი ითვლება მოკლულად, მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მარტში დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG