Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი არ აპირებს ამ პოსტზე მესამე ვადით დარჩენას


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას მესამე ვადით არჩევნებზე, რომლებიც 2014 წელს ჩატარდება - ავღანეთში ნატოს საბრძოლო ოპერაციების დასრულების წელს. ავღანეთის ლიდერის ზოგი პოლიტიკური ოპონენტი შიშობდა, რომ კარზაი, რომელიც 2001 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში, შეეცდებოდა კონსტიტუციის შეცვლას პრეზიდენტის პოსტზე დასარჩენად. მაგრამ კარზაიმ დღეს უთხრა პარლამენტარების ჯგუფს, რომ კონსტიტუცია არ იძლევა ორჯერ მეტი ვადით პრეზიდენტობის უფლებას. ის 2001 წლის დეკემბერში გახდა ქვეყნის დროებითი ლიდერი - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაამხეს თალიბანის რეჟიმი. 2004 წელს კარზაიმ გაიმარჯვა ავღანეთში პირველად ჩატარებულ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში. ხოლო მეორე ვადით ის 2009 წელს აირჩიეს, კორუფციაში ბრალდების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG