ევროზონის ქვეყნებში დავალიანების კრიზისის კონტროლიდან შესაძლო გამოსვლისა და აშშ-ის ეკონომიკის მორიგი რეცესიის საფრთხის მოლოდინში, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე აქციათა ვარდნა კვლავაც გრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, დღეს განაცხადა, რომ 17 ქვეყნისგან შემდგარმა ევროს მოქმედების ზონამ უნდა გაზარდოს ერთიანი დახმარების ფონდი, რათა თავიდან აირიდოს დავალიანების კრიზისის გავრცელება. ჩინეთისა და იაპონიის ლიდერები მორიგი მსოფლიო კრიზისის თავიდან ასაცილებლად გლობალური თანამშრომლობის იდეით გამოვიდნენ.
ევროკავშირისა და აშშ-ის დავალიანების კრიზისმა შესაძლოა ახალი გლობალური საფინანსო კრიზისის პროვოცირება მოახდინოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში აქციათა ფასები პირველად გუშინ დაეცა მკვეთრად აშშ-ის საფონდო ბირჟებზე, მეორე დღეს კი აზიის საფონდო ბირჟების ჯერიც დადგა. იაპონიის მთავარმა, ნიკეის ინდექსმა 3.7 პროცენტი დაკარგა, სამხრეთკორეულმა კი - 4.2 პროცენტი. მსგავს რყევებს განიცდიან ევროპის საფონდო ბირჟები: 3-3 პროცენტით დაეცა გერმანიის „DAX”-ისა და საფრანგეთის CAC 40 –ის აქციათა ფასები.
ინვესტორების ნდობა შეირყა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვარაუდები აშშ-ში მოსალოდნელი რეცესიისა და იტალიისა და ესპანეთის ეკონომიკების გადასარჩენად ევროკავშირის მიერ მორიგი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
იმისათვის, რომ აშშ-ის და ევროკავშირის დავალიანების კრიზისი მორიგ მსოფლიო საფინანსო კრიზისში არ გადაიზარდოს, აზიის ლიდერები დღეს გლობალური თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდნენ.
იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა კაურო იოსანომ განაცხადა, რომ აუცილებელია ეკონომიკური საკითხების უმაღლესმა კოორდინატორებმა ერთობლივად იმუშაონ.
„ფინანსები მთელ მსოფლიოს აერთიანებს და რაც ხდება ნიუ იორკსა და ლონდონში, ის ხდება სხვაგანაც. ამიტომ საჭიროა, ჩვენ ყველა საფინასო ბაზარზე ვიფიქროთ.“
ევროპის ძლიერი ეკონომიკის ქვეყნების - გერმანიისა და საფრანგეთის -ლიდერები აპირებენ დავალიანების კრიზისის ირგვლივ მოლაპარაკება გამართონ. გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზის შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომელშიც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოზე საპატეროც მონაწილეობდა. არსებობს საშიშროება, რომ დავალიანების კრიზისი შეეხოს დიდ ვალებში მყოფ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია და ესპანეთი. მოსალოდნელი კრიზისის საფრთხეზე ესპანეთისა და იტალიის მისამართით განცხადება გააკეთა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა:
„ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ესპანეთი და იტალია, საფინანსო ბაზრების დასამშვიდებლად მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ მტკიცედ აქვთ განზრახული, გააკონტროლონ საკუთარი დეფიციტი და დავალიანება. თითოეული ქვეყანა საკუთარი გამოწვევის წინაშეა და თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია ამ გამოწვევებთან გამკლავება, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ გაერთიანებულ სამეფოში.“
ზოგიერთმა ქვეყანამ ამ კვირაში გააუფასურა ეროვნული ვალუტის კურსი, რომელზეც გაიზარდა ინვესტორების მოთხოვნა - ისინი ევროსა და აშშ-ის დოლარზე უფრო უსაფრთხო, ალტერნატიული ვალუტის შეძენას ცდილობენ. იაპონიამ და შვეიცარიამ მიიღეს ზომები შეემცირებინათ თავიანთი ეროვნული ვალუტების ზრდა, რაც, ექსპორტის არაკონკურენტუნარიანობის შემთხვევაში, საფრთხეს უქადდა მათ ეკონომიკებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ იეჩიმ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პოლონეთში, მოუწოდა აშშ-ს პასუხისმგებლობით მოეკიდოს მონეტარულ პოლიტიკას და დაიცვას დოლარის ინვესტიციები სხვა ქვეყნებში. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი მორიგ შეხვედრას სამშაბათს გამართავს. თუმცა, ეკონომისტების ვარაუდით, ბანკს ბევრი არაფერი შეუძლია ვალუტის კურსის ზრდის სტიმულირებისათვის. ერთ-ერთი ექსპერტი HIS Global Insight -დან ვარაუდობს, რომ 40 პროცენტია შანსი იმისა, რომ აშშ კვლავ რეცესიაში ჩაეფლოს.
რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, დღეს განაცხადა, რომ 17 ქვეყნისგან შემდგარმა ევროს მოქმედების ზონამ უნდა გაზარდოს ერთიანი დახმარების ფონდი, რათა დავალიანების კრიზისის გავრცელება აირიდოს თავიდან.
ბაროზუს მოწოდებას ორი კვირით უსწრებდა წინ ევროს მოქმედების ზონის მიერ შემუშავებული კრიზისის საწინააღმდეგო სტრატეგია. 21 ივლისის შეთანხმება ითვალისწინებს საბერძნეთისთვის დახმარების მეორე მასშტაბური პაკეტის გამოყოფას და უფლებების გაფართოებას ზონის ერთიანი დახმარების ფონდისთვის - ევროპის ფინანსური სტაბილურობის უწყებისთვის. ბაროზუს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ელემენტები შეიცავს ასევე ფონდის გაზრდის საკითხებს. ამჟამად ერთიანი დახმარების ფონდის მოცულობა 440 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა, დახმარების ბოლო ტრანშის გაღების შემდეგ, უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ის იმისათვის, რომ ესპანეთმა და იტალიამ დავალიანება დაფარონ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა არდადეგებიც შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დავალიანების მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. მადრიდი იძულებული გახდა მაღალი განაკვეთი შეეთავაზებინა ინვესტორებისათვის, რომლებიც შიშობენ, რომ ესპანეთს დეფოლტი ემუქრება. იტალიის მთავრობამ გასულ თვეში ფინანსური კრიზისის დასაძლევად პარლამენტს 48 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გეგმა წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა ამ პროგრამას დიდი კრიტიკა ხვდა წილად იმის გამო, რომ მთელი რიგი ზომების გატარება არაუადრეს 2013 წლის არჩევნების შემდეგ იგეგმება.