დღევანდელი გაზეთები ბევრს წერენ კიევში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც საქართველოს საელჩოდან გამოსულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საელჩოს წინ ჩატარებული აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ”ახალი თაობა” სტატიას ამის შესახებ ასე ასათაურებს: ”ქართულ დემოკრატიას თავი კიევშიც მოეჭრა”. გაზეთი წერს: "წლების წინ საქართველოსა და მის ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დემოკრატიის შუქურა უწოდა. ეს 2005 წელს იყო. მაშინ საქართველოში დემოკრატია, ასე თუ ისე, ისევ იყო. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ცდილობდა დემოკრატიული იმიჯი ჰქონოდა. ახლა ამ მხრივ სრულიად საპირისპირო ვითარებაა. ხელისუფლებას აღარ აინტერესებს დემოკრატიული იმიჯი. ნაციონალებისთვის ახლა მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა.” ”რეზონანსი” კი იუწყება: ”უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელმაც ფოტოკორესპონდენტი გალახა, საელჩოს თანამშრომელია, თანაც შენობის კომენდანტიო”, შემდეგ კი განაგრძობს: თუმცა "ამის შემდეგ საელჩომ სხვა განცხადება გაავრცელა - კერძოდ, თითქოს აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს ფიზიკური შეურაცხყოფა არა კომენდანტმა, არამედ საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელმა მიაყენა, რომელიც უკვე გათავისუფლებულია”. ამ სტატიას ”რეზონანსში” წაიკითხავთ და მისი სათაურია "საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ჟურნალისტებსაც მისწვდა".
”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას სამარშრუტო ტაქსების გაძვირების შესახებ. გაზეთს "თავისუფალი საქართველოს" რეგიონალურმა მდივანმა გია ყრუაშვილი უთხრა, ნაცმოძრაობაში არის თანამდებობის პირების დაპირისპირება, ვიღაცას ვიღაცის ჩაძირვა უნდა და ეს ყველაფერი ახლა ერთმანეთის ავტორიტეტის გაფუჭებას ემსახურება. შარანგიას ფირმამ უგულავას ინტერესი არ გაითვალისწინა და თქვა, მე არ მაინტერესებს, რა პრობლემები შეგექმნებათ და რა არა, „მარშრუტკები“ უნდა გაძვირდესო. ის ასევე ამბობს, რამდენიმე თვეში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი ლარნახევრამდე გაიზრდებაო.
”ალიას” უდიდესი ნაწილი კი დღეს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს და გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებას ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით გაზეთი არაერთ პუბლიკაციას აქვეყნებს, მათ შორის, ინტერვიუს ეკა ბესელიასთან, რომელიც დაკითხვის იმ დეტალებზე ლაპარაკობს, რომლებიც ტელევიზიით არ უჩვენებიათ. გაზეთი ასევე წერს, აბდალაძე ცხინვალში არა 2002 წელს, არამედ გაცილებით ადრე დააკავეს, როგორ ავხსნათ, რომ აბდალაძე ჩვენებაში 2002 წელს აწვება და არეშიძისა და "რუსთავი 2"-ის დოკუმენტური მასალით ეს ამბავი 2000 წელს მოხდა? ავტორი განაგრძობს: ის კიდევ ცალკე საკითხია, რისთვის სჭირდებოდათ რუსეთის სპეცსამსახურებს ფოტორეპორტიორის „დავერბოვკება“ მაშინ, როდესაც ის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მუშაობდაო”. სტატიას დღეს „ალიაში“ წაიკითხავთ.