დღევანდელი ქართული პრესა რამდენიმე საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს. ”ყველა სიახლეში” დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს რეჟისორ რობერტ სტურუასთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ხელისუფლება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმებას აპირებსო, სტურუა პასუხობს: ”შეიძლება, მაგრამ არა მგონია, ჩემ გამო აუქმებდნენ. მითხრან, თუ ჩემი გაშვება სურთ, დავწერ განცხადებას და წავალ”. ინტერვიუ ბევრ სხვადასხვა თემას ეხება, მათ შორის, მიმდინარე მოვლენებს და დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. „ჩვენ, ქართველმა ერმა, ისევე უნდა ვთქვათ უარი ამ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე. ქართველებმა უნდა მოვინანიოთ ცოდვები. ყველაფერი ეკლესიამ უნდა ითავოს და ჩვენს ქვეყანას ეშველება. თუ სატანას აღმერთებ, უსათუოდ რაღაც ცუდი მოგელისო", - უთხრა რობერტ სტურუამ ”ყველა სიახლეს”.
”ყველა სიახლეშივე” ნახავთ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობა მრავალეროვანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანთან. ის ამბობს, კანონს ვეთანხმები და მგონია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონკორდატის არსებობის პირობებში ამგვარი კანონი აუცილებელიაო, მაგრამ იქვე დასძენს: ”სხვა საკითხია, მოსაწონი თუ არის ამ კანონის მიღების ფორმა. მესმის, რომ მის მიღებამდე საზოგადოებასთან ფართო დისკუსია რომ გაემართათ, მას, ალბათ, არ მიიღებდნენ და ამის დასტურია მართლმადიდებელ მრევლში გამოწვეული რეზონანსი. მეორე მხრივ, ამ და ნებისმიერი სხვა კანონის სასწრაფოდ, დისკუსიის გარეშე მიღება, როგორც ამას ჩვენი პარლამენტის გამოცდილება გვიჩვენებს, მათ არასრულფასოვნად ამოქმედებას გამოიწვევსო".
”რეზონანსში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს ილიას უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან, რომელიც ლაპარაკობს უნივერსიტეტს დაქვემდებარებული ინსტიტუტებისთვის დაფინანსების გაუქმებაზე. ”ესენია ფსიქოლოგიის, დემოგრაფიის, ფილოსოფიის, პოლიტოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ინსტიტუტები. გიგი თევზაძე ამბობს, გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტმა კი არა, სახელმწიფომ მიიღოო, თუმცა დასძენს, ის თანხები, რასაც ეს ადამიანები იღებდნენ, არ უნდა მივიღოთ როგორც მეცნიერების დაფინანსება - 100-150 ლარად მეცნიერება არ კეთდება, ეს სოციალური პროგრამა უფრო იყოო”.