”ხორცი სისხლის ფასად” - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. ავტორი სტატიას იწყებს რეპორტაჟით დეზერტირების ბაზრიდან, სადაც ის გამყიდველს ღორის ხორცის ფასს ეკითხება და პასუხად იღებს: 17 ლარი. ავტორი წერს, გამყიდველებმა კომენტარის გაკეთება გაზეთისათვის არ ისურვეს, ხოლო როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ასე გვიპასუხეს: ”მიზეზი ნატახტარში მოიკითხეთო”. გაზეთი წერს, ხორცის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ”იბერმით ჯორჯია” მონოპოლისტია და ფასებს ხელოვნურად ზრდის, რათა გაყინული ხორცის ჩავარდნილი ბიზნესი წაახალისოსო”.
ქართული გაზეთები დღეს ბვევრს წერენ მსახიობ და რეჟისორ სოსო ჯაჭვლიანზე, რომელიც მეცამეტე დღეა შიმშილობს და, ”რეზონანსის” ცნობით, 16 კილოგრამი აქვს დაკლებული. ”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს მის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელსაც ეკითხება, ”რას ითხოვს სოსო ჯაჭვლიანიო. ”არაფერს ითხოვს, უბრალოდ პროტესტს აცხადებს იმაზე, რაც ხდება. კაცი ტყუილუბრალოდაა დაჭერილი, გაასაჩივრა კიდეც თავის დროზე სააპელაციო სასამართლოში, საიდანაც პასუხი არ ისმისო”, - უპასუხებს შალვა ხაჭაპურიძე „ალიას“ და დასძენს: ”რისი გამხილავია სააპელაციო სასამართლო, ესეც მიხეილ სააკაშვილის პირადი მონების საკრებულოაო”.
”ახალი თაობა” დღეს აქვეყნებს სტატიას, სახელოწოდებით - ”რატომ წავიდა ნინო ბურჯანაძე კიევში?” ეს გახლავთ მოსაზრება, რომელიც, პარლამენტის ყოფილი სპიკერის ვოიაჟის გარდა, ბევრ სხვა თემას ეხება, მათ შორის, შარონ სტოუნს. ”ეს მშვენიერი მანდილოსანი ამბობს, რომ ძალიან უყვარს რუსეთი და ყველაფერი, რაც რუსულია. ამაზე ნაციონალები რატომღაც ხმას არ იღებენ, თუმცა გააჩნია, მომავალში რა განცხადებას გააკეთებს მეგავარსკვლავი”, - წერს ავტორი და განაგრძობს:”საკმარისია რამე არ მოეწონოთ და მერე ნახეთ, როგორ განიხილოს მისი და პუტინის შეხვედრები ნუგზარ წიკლაურმა.”
რენი ჰარლინის ფილმზე წერს დღეს ”საქართველოს რესპუბლიკა”. ”აგვისტოს ის ხუთი დღე თუ გამოსაჩენია, მაისის იმ ერთ დღეზეც გადაიღონ ფილმიო” - ასეთ ფრაზას აქვეყნებს გაზეთი მოწინავე გვერდზე და იქვე, ქვესათაურში, ხსნის, თუ რას უწუნებს ფილმს. ქვესათაური კი ასეთია: „გამარჯვებად გაკინოებული დამარცხება“.