Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანუატუ უარყოფს აფხაზეთის აღიარებას


სააგენტო „როიტერის“ თანახმად, წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუ უარყოფს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას - რაც წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ღვინჯიას მიერ კვირის დასაწყისში გავრცელებულ ცნობასთან, რომ აფხაზეთმა ვანუატუსგან დიპლომატიურ აღიარებას მიაღწია და ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების განვითარებას აპირებს. გაეროში ვანუატუს ელჩმა, დონალდ კალპოკასმა, თქვა „ვანუატუს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიაო“. რუსეთი თავის მოკავშირე სახელმწიფოებს მოუწოდებს, მის მაგალითს მისდიონ და აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ ეტაპზე მისი მოწოდება გაზიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას და წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოს, ნაურუს.
XS
SM
MD
LG