ქართული პრესის დიდმა ნაწილმა დღეს ვერ მოასწრო რუსთაველზე აქციის დარბევას გამოხმაურებოდა: როგორც ჩანს, 12 საათისათვის გაზეთების დიდი ნაწილი უკვე აწყობილი იყო. ამიტომ თითქმის ყველა გაზეთში აქციის დაშლაზე ან არაფერია ნათქვამია, ან ამ მოვლენას ერთი ან ორი სტატია ეძღვნება. თუმცა ასეა თითქმის ყველა და არა ყველა გაზეთში.
დღეს გამოსულ ”ალიაში” გვერდების ნახევარი სწორედ აქციის რეპორტაჟს ეძღვნება. პირველ გვერდზე ნახავთ ფოტოებს დარბეული აქციიდან და იქვე მცირე ზომის ფოტოებს, რომლებზეც სააკაშვილი და ობამა და სააკაშვილი და ჰილარი კლინტონი არიან გამოსახულნი. აქვე წვრილი შრიფტით დაბეჭდილია ამონარიდი ჰილარი კლინტონის მოლოცვიდან 26 მაისთან დაკავშირებით. ისე კი, დღეს მთელი ”ალია” არის ძალიან დაწვრილებითი მონათხრობი მთელი გუშინდელი დღისა, დაწყებული დილიდან და გვიან ღამით, ანუ დღეს დილის 5 საათით დამთავრებული. ასე რომ, თუ დაწვრილებით გაინტერესებთ მთელი გუშინდელი დღის ქრონიკა, მას „ალიაში“ ნახავთ, ჟურნალისტების კომენტარებით, სხვადასხვა პარტიების ლიდერებთან საუბრის ყველა დეტალით და, მგონი, ყველა გინებით, რაც კი გაისმოდა აქციაზე როგორც მომიტინგეების, ისე სპეცრაზმელების მხრიდან - ერთგან ეს გინება სათაურშიც აქვთ გამოტანილი.
დანარჩენმა ქართულმა პრესამ, როგორც უკვე გითხარით, ამის ნახევარიც ვერ მოასწრო - თითო-ოროლა ფოტოთი და სათაურით შემოიფარგლნენ.
”ყველა სიახლე” ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ასე ასათაურებს: ”გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკიდან გამოცხადებული დარბევის ქრონიკამდე”. ”ყველა სიახლე” პირველ გვერდზე დარბევის ფოტოებს აქვეყნებს და მათ თან აყოლებს ფრაზას ოთარ ჭილაძის მიერ 22 წლის წინ 26 მაისის შესახებ ნაწერიდან: ”დიდი ბოროტებაა სულით მონების თავისუფლება”.
”რეზონანსი” გუშინდელ მოვლენებს ასეთ სათაურს აძლევს: ”დამოუკიდებლობის დღის დარბევა”. ”24 საათის” დამოკიდებულება კი მათი ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიის სათაურიდან ჩანს:”ბურჯანაძის მიტინგი პოლიციელის დაღუპვით დასრულდა”.