”პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო”, - წაიკითხავთ ”რეზონანსში,” რომლის თანახმადაც, გრძელია იმ ადამიანთა სია, რომლებიც საპროტესტო აქციის მიმდინარეობის პერიოდში დააკავეს. გაზეთის მიხედვით, 23 მაისამდე არსებული მონაცემებით, დაკავებულია 67 აქტივისტი, რომელთა უმრავლესობა ”სახალხო კრების” წევრია. ”აქტივისტების დაპატიმრება აქციების ორგანიზატორი პარტიების წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს როგორც პოლიტიკური რეპრესიები,” ვკითხულობთ ”რეზონანსში”, რომლის ფურცლებზეც ეკა ბესელია, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, არ გამორიცხავს, რომ დაპატიმრებამ მასობრივი სახე მიიღოს და საპატიმროებში უფრო მეტი განსხვავებული აზრის ადამიანი აღმოჩნდეს.
„არის თუ არა სააკაშვილის მოძულეობა საკმარისი პირობა უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად“ - პუბლიკაციაში, რომელსაც ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, ძირითადად ექსპერტთა მოსაზრებებია თავმოყრილი. უშუალოდ შეკითხვას კი, რომელიც სათაურშია გატანილი, ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე სვამს და დასძენს: ”თანაც, რატომ მაინცდამაინც ბურჯანაძე-კიწმარიშვილ-გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილის ალიანსი ააშენებს ამ ქვეყანას? ესენი ხომ უკვე იყვნენ და იმაზე მეტს რას შეძლებენ, რაც გააკეთეს?“ ფსიქოლოგი საპროტესტო მღელვარებას ”დამბრუნებელთა რევოლუციურ ტალღას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილსა და ბურჯანაძეს თავიანთი სახელისუფლო პოზიციების, კიწმარიშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს კი მილიონების დაბრუნება სურთ.
გაზეთ ”ახალი თაობის“ ფურცლებზე კი წაიკითხავთ, როგორი წყრომა დაიმსახურა „სახალხო კრების“ რიგებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებამ „მრისხანების დღის“ გაუქმებისა და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ”ის ეჭვები, რომლებიც „ქართული პარტიის“ რამდენიმე წევრთან დაკავშირებით მქონდა, ამბობს ნინო ბურჯანაძე, განსაკუთრებით ბატონ კიწმარიშვილზე და ოქრუაშვილზე, დიახ, დადასტურდა, რომ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.”
„ახალ თაობაშივე“ წაიკითხავთ ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის შეფასებას. დეპუტატის აზრით, ”ქართულმა პარტიამ” გაწირა „სახალხო კრება“ და ნინო ბურჯანაძე, იმ იმედით, რომ თავად გახდება მთავარი ფლაგმანი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ფლანგზე. ამავე ინტერვიუში ლევან ვეფხვაძე შიშობს, რომ 25 მაისს ღამით ან 26 მაისს გამთენიისას აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და ადამიანთა დაპატიმრება არ გასცდება ადმინისტრაციულ ჯარიმებს.
”ნონა გაფრინდაშვილის პოლიტიკური მასტერ-კლასი” - სტატიაში, რომელსაც გაზეთ ”ვერსიაში” წაიკითხავთ, ნათქვამია, რომ 24 მაისის პოლიტიკურ რევანშს სახალხო კრების ლიდერები ნონა გაფრინდაშვილს უნდა უმადლოდნენ. საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა მოჭადრაკემ ძმები გაჩეჩილაძეები ”ქალაქურად, ჯიგრულად დაანამუსა, ირაკლის ”არაკაცობის” გამო პასუხიც აგებინა, აქციაზე მიიყვანა მთელი თავისი საძმოთი, გვერდითაც დაიყენა და „ქართული პარტიაც“ დაუშალა.”
დღესვე გაზეთ „ვერსიის“ სტუმარია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი, რომელიც ბურჯანაძესა და მის მიმდევრებს ურჩევს, ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, საქართველოს ტერიტორია დატოვონ.
”ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ რეფორმებზე, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ არ დასრულებულა. ასევე ვაღიარებთ იმ ხარვეზებსაც, რომელიც შეიძლება გატარებულ რეფორმებს თან სდევდა. ისიც გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ მათ აღმოსაფხვრელად”, - უთხრა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გაზეთ ”ვერსიას.”