ქართული პრესის დიდი ნაწილი დღეს იმაზე მსჯელობდა, თუ რა გზით შემოვა საქართველოში ოქრუაშვილი. დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე ვიცით, ანუ ის, რომ ოქრუაშვილმა ჩამოსვლა გადათქვა, მაგრამ ალბათ მაინც საინტერესო იქნება, თუ რას წერდნენ ქართული გაზეთები. ”რეზონანსი” გვამცნობდა, ”ევროპიდან საკუთარმა წყარომ გვითხრა, რომ ოქრუაშვილი თურქეთშია უკვეო. გაზეთი წერდა, ცხადია, ამ ინფორმაციას ვერ გადავამოწმებთო, შოთა უტიაშვილმაც, გვითხრა, რომ წარმოუდგენელია ესო, მაგრამ, ამის მიუხედავად, გაზეთის მოწინავე სტატიის სათაური მაინც იყო: ”ოქრუაშვილი უკვე თურქეთშია?!”
”ალიას” მოწინავე გვერდზე კი წაიკითხავდით: ”მაქვს ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილმა დატოვა საფრანგეთის ტერიტორია, გამოემშვიდობა საკუთარ ოჯახს, მეგობრებს და მეც გამომემშვიდობაო”. ამ ფრაზის ავტორს ”ალია“ ასე გვაცნობს: ”ქართველი, თუმცა ფრანგი ჟურნალისტი, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი, გიორგი ფოხაძე”. ის ინტერვიუში ამბობს: ”ოქრუაშვილი ჯიუტი ადამიანია და თუ მან გადაწყვეტილება მიიღო, ვერავინ შეაჩერებს. ამჯერადაც ასეა, მან გადაწყვეტით თქვა, რომ მოდის საქართველოში და თავის სიტყვას აასრულებს, თუნდაც ეს ნაბიჯი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.”
”ახალი თაობა” აქვეყნებს დღეს ინტერვიუს ზვიად ძიძიგურთან. ჟურნალისტი ეკითხება, კულუარულად ბევრმა დაიწყო საუბარი, რომ ოქრუაშვილს რუსები შემოჰყვებიან, თქვენ რამდენად სერიოზულად მიიღეთ ეს ინფორმაციაო. ზვიად ძიძიგური უპასუხებს: "ძალიან სერიოზულად მივიღე და არავითარ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი დაიწყებს შორიდან ყურებას იმ სიტუაციაში, როცა მისთვის საინტერესო მოვლენები ვითარდებაო”.
„ალია“ დღეს წერს ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოს შესახებ, სადაც ჩანს, თუ როგორ დაძვრება „პოპულის“ დახლზე ვირთხა. გაზეთი სავაჭრო ქსელის პიარსამსახურს დაუკავშირდა, როგორც თავად წერს, დიდხანს ლოდინი მოუხდა და, ბოლოს, პასუხად მიიღო: „ეს ვიდეო ან შეგნებული ფალსიფიკაციაა და ან უნიჭო ხუმრობაო”. თავად სტატიის ავტორი პასუხს ”უსუსურს” უწოდებს და ირონიულად კითხულობს, ”რა, დამონტაჟებულია ეს ვიდეო?“