Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პარლამენტი მუშაობას იწყებს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე

პარლამენტი მუშაობას იწყებს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე


მიმდინარე კვირას პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხთან დაკავშირებით მუშაობას დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, გაიმართება კომიტეტის სხდომა, რომელზეც ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის ტექსტზე დაიწყება მუშაობა. წიკლაურმა აღნიშნა, რომ გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩერქეზულმა დიასპორებმა მიმართეს. არ არის გამორიცხული, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი პარლამენტმა საბოლოოდ საგაზაფხულო სესიაზევე განიხილოს.
XS
SM
MD
LG