გრძელდება ხმაური დიღმის ტყე-პარკისათვის სტატუსის შეცვლისა და მისი საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთების გარშემო. როგორც ბოტანიკოსები აცხადებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაერთი მცენარის უნიკალური ჯიშია აღრიცხული, გარემოს დამცველების თქმით კი, მწვანე საფრის გაჩეხვა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე სავალალოდ აისახება.