მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს წერს, სააგენტო „იუნეტნიუსზე“ დაყრდნობით, ისრაელი დავით ბაქრაძის მიღებაზე უარს ამბობსო. გაზეთმა სცადა ამასთან დაკავშირებით კომენტარი მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი, დავით დარჩიაშვილმა უთხრა გაზეთს, "იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ არის და რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. თუკი მართლაც ასე მოხდა, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან საქართველოსა და ისრაელს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთო.”. „რეზონანსი“ წერს, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებს გააუარესებსო.
„ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს დავით ლორთქიფანიძესთან, რომელიც ეროვნული ზარაფხანის ყოფილი დირექტორი გახლავთ. სათაურია: „თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ველაპარაკები“. ისე კი, ეს პუბლიკაცია, რომელიც მოწინავე გვერდზეა დაანონსებული, ისეა აწყობილი, რომ კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუ გეგონებათ - სათაურს სწორედ ბენდუქიძის ფოტო ახლავს. ბენდუქიძე კი იმ შუაშია, რომ ლორთქიფანიძე მისი ეკონომიკის მინისტრობისდროინდელ ამბებზე ჰყვება და იხსენებს, თუ როგორ დაუპირისპირდა მას ბენდუქიძე, რადგან ლორთქიფანიძე ეროვნული ზარაფხანის პრივატიზაციის წინააღმდეგი იყო.
”ვერსიაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან, რომელიც ამბობს, რევოლუციის თემის აგორება ხელისუფლების ინსპირირებულიაო. "რეალურად დღეს პოლიტიკურ პროცესს ორი სუბიექტი, "რვიანი" და ხელისუფლება აწარმოებს. ეს ფორმატი მთავრობასა და "რევოლუციონერებს" დისკომფორტში ამყოფებს. ბუნებრივია, სააკაშვილს ხელს აძლევს პროცესში მესამე პოლიტიკური მოთამაშე, "მტრის ხატი" შემოიყვანოს. ესენი ქუჩის აქციების, სისხლის მოსურნე და სისხლზე წამსვლელი ოპოზიციონერები არიან”, - უთხრა დავით ბერძენიშვილმა „ვერსიას“.
საპირისპიროს ამბობს „ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუში კახა კუკავა, იმ პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომლებიც დიალოგში არიან ჩართულნი ხელისუფლებასთან, სინამდვილეში ბიუჯეტიდან არიან დაფინანსებული, ხელისუფლებასთან არიან გარკვეული ტიპის ურთიერთობებში და მიზნად არ ისახავენ ხელისუფლების შეცვლასო. თუმცა იქვე დასძენს: "ჩვენ არც მოგვიწოდებია ამ ხალხისთვის დიალოგი შეწყვიტონ, არც ის, რომ აქციებს შემოუერთდნენ. ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო, როდესაც ვთქვით, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს მასობრივი აქციები, ოპონირება გაგვიწიეს ოპოზიციურმა პარტიებმა - აზრთა სხვადასხვაობა მაინცდამაინც დებატებში კი არ უნდა გადაიზარდოს. აბსოლუტურად ნორმალურია, ის პარტიები, რომლებსაც საკანონმდებლო მუშაობა უფრო ეხერხებათ, დარჩნენ ოფისებში, ხოლო იმ პარტიებმა, რომლებსაც საზოგადოების მეტი მხარდაჭერა აქვთ, ბუნებრივია, უნდა ჩაატარონ საპროტესტო აქციები.“ კახა კუკავასთან ინტერვიუს ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.