მიმოხილვას დავიწყებთ „რეზონანსით“, რომელიც დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან. ირაკლი ალასანია ჰყვება უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრაზე, რომელზეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და ფრთხილი ოპტიმიზმით აღვნიშნავ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც არის შესამჩნევი ის განწყობა, რომ მზად არიან, რეალური და არსებითი ცვლილებები განხორციელდეს. ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად მოლაპარაკების პროცესსა და სააკაშვილის პოლიტიკურ ნებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად არის განწყობა, რომ ცვლილებების დრო დადგა", - უთხრა ”რეზონანსს” ირაკლი ალასანიამ.
აქვე წაიკითხავთ სტატიას სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მოთხოვნებზე. მძღოლები ამბობენ, რომ მათ იძულებულს ხდიან, ახალი ტრანსპორტი შეისყიდონ, თანხა ხუთ წელიწადზე გადანაწილდება და დღეში 35 ლარის გადახდა მოუწევთო, წერს ”რეზონანსი” და გუშინდელ აქციას აღწერს: მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, მივიდა თითქმის ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი და სოლიდარობის ნიშნად დევნილებმაც მიიღეს მონაწილეობაო. თუმცა ”ალია” წერს, „ორშაბათის აქციაზე მძღოლები და ხაზების მეპატრონეები კანტიკუნტად ჩანდნენ, აქციის მონაწილეთა შორის პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ჭარბობდნენო.” აქციაზე მძღოლების სიმცირეს გაზეთი ასე ხსნის: ამ დროისთვის აქციის მონაწილეების ნაწილი დაპატიმრებულია, ნაწილი კი ისეა დაშინებული, რომ აქციაზე გასვლა კი არა, ამ თემაზე საუბარზეც უარს აცხადებენო. ”ალიასთან” საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ყრუაშვილი ამბობს, „ბრიგადირები გააჩერეს და ერთიანობაც გატყდა. ყველა რომ გაჩერებულიყო, არაფერიც არ მოხდებოდა და ყველას ციხეში ვერ ჩაყრიდნენ, მაგრამ გამოვიდა ერთი და გამოჰყვა ყველა. აი, ეს მომენტია, მაგრამ ამათაც მოატყუებენო.” სტატიის სათაურია: "ყველა იმ მძღოლის საყურადღებოდ ვამბობ, ვინც გაფიცვას არ შეუერთდა, ეს გელოდებათ ყველას".”ახალი თაობა” კი პირველ გვერდზე ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს: ”მარშრუტკების ომი არ დამთავრდება!“ ქვესათაურია - „უკანონო ტენდერი ხელისუფლებას ცუდად შეუტრიალდება“.
„ალიას“ მივუბრუნდეთ, სადაც დღეს წაიკითხავთ იმის შესახებ, რომ „უცნობი“ ახალი სატელევიზიო შოუს გაკეთებას გეგმავს. ”გია თურმე ტყეში აპირებს დაბანაკებას, საკანს კარავი ჩაენაცვლება და „უცნობიც“ იქიდან გავა ეთერშიო”, - წერს გაზეთი, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.