თბილისში დევნილთა გამოსახლების პროცესი განახლდა. ყველაზე დაძაბული სიტუაცია ბაგების სტუდქალაქში შეიქმნა. პოლიციამ ტერიტორიაზე შესვლის ნება არ მისცა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს. წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცავებმა 10-მდე დევნილი დააკავეს, მათ შორის - 4 ქალი.