Accessibility links
მთავარ შინაარსზე დაბრუნება
მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება
ძიებაზე დაბრუნება
ახალი ამბები
თემები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კულტურა
სპორტი
ვიდეო
ბლოგები
პოდკასტები
ასათიანის კუთხე
ნიკოს პოდკასტი
60 დეციბელი
განკითხვის დღე
დილის საუბრები
მოლაპარაკე ტექსტები
შინ - უცხოეთში
ლიტერატურული წახნაგები
ამერიკული მოთხრობა
გადაცემები
თავისუფლების მონიტორი
ფენოვანი - 2.10
თქვენი პუბლიკაციები
პროექტები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022
დამოუკიდებლობის 100 წელი
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
11 წელი - 11 ამბავი
საპარლამენტო არჩევნების ისტორია
ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი
5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები
აგვისტოს ომი
Привет კულტურა
ЭХО КАВКАЗА
გამოიწერე
რთე/რთ-ის ყველა საიტი
ძიება
რადიო
რადიო
ძიება
წინა
შემდეგი
Breaking News
პოლიტიკური მკვლელობები აშშ-ში
იანვარი 10, 2011
8 იანვარს თავში ესროლეს აშშ-ის კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსს. ამ თავდასხმამ შეაძრწუნა და დაამწუხრა ამერიკელები. ამ შემთხვევამდე სამ ათეულ წელზე მეტი იყო გასული, რაც აშშ-ის კონგრესის წევრი ემსხვერპლა მკვლელის ტყვიას.
1
აშშ-ის კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსზე თავდასხმამ შეაძრწუნა და დაამწუხრა ამერიკელები. - მას მერე, რაც გიფორდსმა დაასრულა ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა ტუსონის სუპერმარკეტში, დემოკრატიული პარტიის ახალი ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე „კონგრესი თქვენს უბანში“, შეიარაღებულმა მამაკაცმა ახლო მანძილიდან ესროლა თავში. გიფორდსი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოკლულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ფედერალური მოსამართლე და 9 წლის გოგონა. აღძრულია სასამართლო საქმე, რომელშიც 22 წლის მამაკაცს, ჯარედ ლი ლაფნერს, სისხლის სამართლის ხუთი ბრალდება აქვს წაყენებული.
2
აშშ-ის უკანასკნელი მოქმედი კონგრესმენი 30 წელზე მეტი ხნის წინ იქნა მოკლული. - 1978 წლის 18 ნოემბერს ლეო რაიანი, დემოკრატი კონგრესმენი კალიფორნიიდან, გაიანაში მოგზაურობდა. ის და მისი გუნდის წევრები იძიებდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამერიკული სექტა „ხალხის ტაძარი“, რაიანის საარჩევნო უბნიდან, სან ფრანცისკოდან, გაიანაში გადავიდა და იქ ხალხი ჰყავდა დაკავებული მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. ჯონსტაუნის მახლობლად რაიანს და მის გარემოცვას საფრიდან დაესხნენ თავს „ხალხის ტაძრის“ წევრები. რაიანი და კიდევ ოთხი ადამიანი მოკლეს. მოგვიანებით „ხალხის ტაძრის“ 900-ზე მეტმა წევრმა მასობრივი თვითმკვლელობა განახორციელა, რაც „ჯონსტაუნის ხოცვა-ჟლეტის“ სახელით არის ცნობილი.
4
პრეზიდენტობის ამბიციების მქონე კიდევ ერთი სენატორი, ჰიუი ლონგი, 1935 წლის 8 სექტემბერს მოკლეს. - ლონგს, რომლითაც არის ინსპირირებული რობერტ პენ უორენის კლასიკური რომანი, „მეფის მთელი ამალა“, ლუიზიანაში ესროლა მისი დაუძინებელი პოლიტიკური მეტოქის ნათესავმა. ლონგი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჯეიმს ჰინდსი, რომელიც არკანზასის შტატს წარმოადენდა ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1868 წლის 22 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული კუ კლუკს კლანის წევრის მიერ, როცა ის ცხენით მიემგზავრებოდა საჯარო ღონისძიებაზე.
5
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, ალაბამის გუბერნატორ ჯორჯ უოლესს, 1972 წლის 15 მაისს ხუთჯერ ესროლეს. - უოლესი გადაურჩა მერილენდის შტატში, ლორელში მომხდარ თავდასხმას, მაგრამ წელს ქვევით პარალიზებული დარჩა. თავდასხმა განახორციელა ართურ ბრემერმა, რომელმაც აღიარა, რომ მისი საქციელი არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული და რომ მას მხოლოდ სახელის მოხვეჭა სურდა.
6
ბევრად უფრო ცნობილია პრეზიდენტებზე თავდასხმები, პირველ ყოვლისა ჯონ ფ. კენედის მკვლელობა. - კენედი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს. მისი სიკვდილი უდიდესი დარტყმა იყო ამერიკისთვის. ხალხი ქუჩებში გავიდა, სკოლები დაიხურა, მრავალ ქალაქში სპონტანურად იმართებოდა პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. კენედის მკვლელობაში ბრალდებული ლი ჰარვი ოსვალდი ორი დღის შემდეგ თავად იქნა მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით ღამის კლუბის მფლობელ ჯეკ რუბის მიერ.
7
პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი 1865 წლის 14 აპრილს მოკლეს, როცა ის თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა ვაშინგტონში. - მისი მკვლელი, მსახიობი ჯონ უილკის ბუთი, კონფედერატების მხარდამჭერი იყო. ლინკოლნი მეორე დილას გარდაიცვალა ჭრილობებისგან. ბუთი თეატრიდან გაიქცა, მაგრამ ფედერალური არმიის ჯარისკაცებმა ის ვირჯინიაში იპოვეს და 26 აპრილს მოკლეს.
8
აშშ-ის პრეზიდენტ ჯეიმს გარფილდს 1881 წლის 2 ივლისს ვაშინგტონში ესროლა მკვლელმა. - გარფილდის მკვლელი, ჩარლზ გიტო, განარისხა იმან, რომ არ დანიშნეს ფედერალურ თანამდებობაზე. გარფილდი, რომელსაც ტყვია სხეულში ჩარჩა, 19 სექტემბერს გარდაიცვალა თავდასხმასთან დაკავშირებული გართულების გამო.
9
მკვლელმა აშშ-ის პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ესროლა 1901 წლის 5 სექტემბერს. - მაკკინლის მკვლელი იყო ანარქისტი ლეონ ფრენკ ჩოლგოსი. მაკკინლის ტყვია სხეულში ჩარჩა და ის 14 სექტემბერს გარდაიცვალა ჯანმრთელობის გაურესების გამო.
10
აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტი გადაურჩა თავდასხმას, განსაკუთრებით აღსანინავია რონალდ რეიგანზე თავდასხმა 1981 წელს. - რეიგანი გადარჩა, თუმცა ფილტვი დაუზიანდა. მოგვიანებით მან ასე აღწერა ეს ინციდენტი: „მანქანამდე თითქმის მისული ვიყავი, როცა ჩემგან მარცხნივ ყური მოვკარი ორ-სამ სუსტ გატკაცუნებას. შემოვტრიალდი და ვთქვი, ‘რა ჯანდაბაა?’ უცებ ჯერი პარმა, ჩვენი უშიშროების სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა, წელზე მომხვია ხელი და ლიმუზინი მისროლა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.“
11
1950 წელს ორი პუერტორიკოელი ნაციონალისტი, ოსკარ კოლასო და გრისელიო ტორესოლა, ეცადა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მოკვლას. - ორ თავდამსხმელსა და ტრუმენის დაცვას შორის სროლა გაიმართა, მაგრამ პრეზიდენტი უვნებელი გადარჩა. ტორესოლა სროლის დროს მოკლეს. კოლასო დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით პატიმრობის ვადა შეუმცირეს. ის 1994 წელს გარდაიცვლა პუერტო რიკოში.
ჩამოტვირთე მეტი
პოლიტიკური მკვლელობები აშშ-ში
ამავე თემაზე
იარაღის ფლობა - „არიზონული ტრადიცია“?
ტუსონში მომხდარმა თავდასხმამ ამერიკა შეძრა
XS
SM
MD
LG