დღევანდელი პრესის მიმოხილვა, მოდით, ბიუჯეტით დავიწყოთ - თემით, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, გაზეთები არ წერენ. „24 საათში“ მცირე მოცულობის სტატიაა, სათაურით „ბიუჯეტი, ოპოზიციის თანხმობის გარეშე“. სტატია, ძირითადად, ფინანსთა მინისტრის განცხადებებზეა აგებული და გვამცნობს, რომ ძირითადი პრიორიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტში ტურისტული ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა იქნება. საინტერესოა, რომ „24 საათის“ თანახმად:
” 2011 წლის ბიუჯეტში ასახულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ორი თვის განმავლობაში.“
ეს რომელიმე პოლიტიკოსის სიტყვები არ არის, ეს გაზეთის“საკუთარი ინფორმაციაა“. ბიუჯეტზე საუბრისას გაზეთი ფინანსთა მინისტრის საინტერესო ციტატას აქვეყნებს:
„2011 წელს საკუთარი ხარჯებით ცხოვრებაზე უნდა გადავიდეთ. დეფიციტი უნდა შევამციროთ იმისათვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს.“
შეგახსენებთ, რომ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ 4 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტით სარგებლობს. ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ 2011 წელს უნდა გვქონდეს ჯანსაღი ზრდა, ”ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცას ფული ვესესხოთ”.
„24 საათი“ ასევე წერს საახალწლო სამზადისზე და დანანებით აღნიშნავს, უცხოელ შოუ ბიზნესის ვარსკვლავთა ხილვა მხოლოდ ბათუმში იქნება შესაძლებელი, თბილისი კი, ძირითადად, ქართულ ესტრადას და განათებებს უმასპინძლებსო.
გაზეთის დღევანდელი ნომრიდან ასევე ვგებულობთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითური ოპერაცია წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს სანაოსნო სისტემაში. ოპერაციის ხელმძღვანელობა, გაზეთის მიხედვით, რევოლუციის შემდეგ დაუკავებიათ და დიდი თანხის გადახდის შემდეგ ისევ გაუთავისუფლებიათ. ამჯერად საქმე, გაზეთის მიხედვით, თავიდან აღძრულა. საუბარია სანაოსნოს კუთვნილ 800 მილიონ ლარზე, რომელიც რამდენიმე ჩინოვნიკმა წლების განმავლობაში მიითვისაო. სტატიის სახელწოდებაა: „დაგვიანებული რეაქცია განადგურებულ სანაოსნოზე.“
როგორც ითქვა, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული იქნება ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში. ცოტა მეტს ამ თემაზე „რეზონანსი“ წერს. გაზეთის მიხედვით, საქართველო 2012 წლისთვის სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს, ეს სამთავრობო პრიორიტეტი ყოფილა. კონკრეტულად, ქვეყანამ ჰიბრიდული სიმინდის თესლი უნდა შემოიტანოს, ადგილობრივ მიწაზე გაახაროს და შემდეგ აქ მოყვანილი სიმინდის ექსპორტირება მოახდინოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანას ექსპორტიორად გახდომის აგრარული პოტენციალი არ გააჩნია. გარდა ამისა, ექსპერტები „რეზონანსის“ სტატიაში ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანით ქართული ხორბლის ჯიშების გადაგვარებასა და გაქრობას ვარაუდობენ. ამასთან, „რეზონანსის“ სტატიიდან ვგებულობთ, რომ ჰიბრიდულ თესლს არ ჰქონია კვლავწარმოების უნარი, რაც ნიშნავს, რომ მისი თესლის ყოველწლიური შესყიდვა უნდა მოხდეს, რაც ქართული ბაზრის იმპორტზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„რეზონანსში“ გამოქვეყნებულია საინტერესო სტატია, რომელშიც ტელეპროდუქციაზე დამოკიდებულ საზოგადოებაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ სტატია კონკრეტულ კვლევას არ ეყრდნობა, მასში ვეცნობით ქართული ტელეპროდუქციის მომხმარებელთა საინტერესო აზრებს:
”არც სახელისუფლო არხებს ვენდობი, არც ოპოზიციურს, უბრალოდ, ინფორმაციის მიღების სხვა წყარო არ მაქვს. გაზეთებს იშვიათად ვყიდულობ, რადგან ფული მენანება.”
” შემიძლია შემეცნებით გადაცემებს ვუყურო, მაგრამ ეს მაინც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს: ყურადღებით უნდა მოუსმინო, რომ რაიმე ინფორმაცია არ გამოგეპაროს. სერიალების ყურებისას კი ფიქრი საერთოდ არ გჭირდება.”
„ილია მეორე: გადაცემა იყო ცუდზე უარესი და მიმართული ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ“ - „საქართველოს რესპუბლიკის“ პირველ გვერდზე გამოტანილი ამ სათაურის ქვეშ საუბარია პირველ არხზე გასულ ტელეგადაცემაზე, სადაც საუბარი ყოფილა რელიგიურ თემებზე - რელიგიაზე, როგორც ოპიუმზე, საეკლესიო იერარქიაში წარმოქმნილ პრობლემებზე და, სავარაუდოდ, თანამდებობის ნათესაური ნიშნით გადაცემაზე საეკლესიო იერარქიის სათავეში. ილია მეორე ამ თემას შეხებია თავის ქადაგებაში, კონკრეტული გვარები დაუსახელებია და უთქვამს, რომ მსგავსი საუბრები პატრიარქსა და ეკლესიაზე არის „უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე”.
„ახალი თაობა“ კვირის დასაწყისში პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. სტატიაში, რომელსაც გაზეთის მთელი გვერდი უჭირავს,ზაქარეიშვილი ხელისუფლების თეთრი ძაფით ნაქსოვ შეთქმულების თეორიაზე საუბრობს, კერძოდ, ლაპარაკობს ამერიკის საელჩოსთან უკანასკნელ ხანებში მომხდარ აფეთქებებზე, რასაც ხელისუფლება რუსეთიდან მომავალ აგრესიას მიაწერს. ზაქარეიშვილი იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რუსეთი, პირიქით, ცდილობს ამერიკასთან ურთიერთობები დაალაგოს და ეს რაში დასჭირდებოდაო? ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას თავად სჭირდებოდეს მსგავსი აქციების მოწყობა შიდა მომხმარებლისთვის, ანუ საქართველოს მოქალაქეების ყურადღების გადასატანად:
”გამორიცხული არაა. ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი არაა - ხელისუფლებისგან, რომელმაც ხურჩის ტერაქტი მოაწყო, - გახსოვთ 2008 წლის 21 მაისი, - ორი ავტობუსი დაწვა და ეს აფხაზებს დააბრალა.”
ზაქარეიშვილი ასევე ამბობს, დასავლეთი ყველაფერს ხედავს, თუმცა წინ ამას ვერ და არ აღუდგება, ქართული საზოგადოების ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ მიიღებსო:
”რა, დასავლეთმა ალიევს შეუშალა ხელი მესამედ გამხდარიყო პრეზიდენტი, თუ რომელიმე ცენტრალური აზიის პრეზიდენტს შეუშალა ხელი მუდმივად გაეფორმებინათ პრეზიდენტობა?”- კითხულობს ზაქარეიშვილი „ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუში და გამოსავალს არჩევნებში ხედავს.
სხვა თემები: „რეზონანსი“ წერს სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვაზე, „საქართველოს რესოპუბლიკა“ კი - პრემიებზე ორჯერ დიდ ხელფასებზე, რომელსაც ჩინოვნიკები იღებენ. „24 საათის“ მიხედვით, ქვეყანაში დანაშაული კლებულობს. პრესა ასევე წერს მოსკოვის ამბებზე და 500 ათასამდე ქართველის დეპორტაციის საფრთხეზე.