საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მოქვის ოთხთავი გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. სპეციალისტთა შეშფოთებას იწვევს ეტრატის ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურების დაშლის პროცესი. ქართველი სპეციალისტების ყველა მცდელობა საკუთარი ძალებით შეეჩერებინათ რღვევა უშედეგოდ დასრულდა. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მოქვის სახარების გადასარჩენად საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და საზოგადოებას დახმარებისათვის მიმართა.
მოქვის სახარების რეაბილიტაციის პროექტის მხარდასაჭერად 7 დეკემბერს გამართულ საქველმოქმედო კონცერტს მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა. კონცერტში, სხვა შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა, რომელმაც ანსამბლ „ლაშართან“ ერთად სიმღერა „გაფრინდი, შავო მერცხალო“ შეასრულა.
„ამ აქციაში მონაწილეობით ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე მოქვის სახარების გადარჩენის საქმეში“, - უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაახლოებით 45 ათასამდე ქართული და უცხოური ისტორიული დოკუმენტია დაცული. ცენტრის ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას, თქმით, საქართველოს კულტურის უმდიდრეს საგანძურად ითვლება ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელთა შორის მორთულობის სპეციფიკურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა მე-13 საუკუნეში აფხაზეთში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით გადაწერილი სახარება, ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებითა და მრავალფეროვანი ორნამენტებით.
„სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ მასთან მკვლევრის მიკარებაც კი არ შეიძლება და, ფაქტობრივად, ხელსაც კი ვერ ვახლებთ. ხდება ისე, რომ მიკრონაწილაკები სცვივა მინიატურას, მიმობნეულია ეტრატის სხვადასხვა ნაწილზე და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“.
ბუბა კუდავას თქმით, საქართველოს არ გააჩნია რესტავრაციისათვის საჭირო არც მასალები და არც აპარატურა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი მოქვის ოთხთავის პრობლემას ასე აღწერს:
„მხატვრობა შესრულებულია ტყავზე, მაგრამ ფონად აქვს გამოყენებული ოქრო. დროთა განმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი ნივთიერება ამოშრა, საღებავებმა შეიშრო ეს ოქრო. ამის გამო მინიატურების ნახატობა იშლება, იტკიცება და საჭიროებს დახმარებას. ძალიან ადრე კვერცხის ცილით დაფარეს კამარები, ანუ შესამაგრებელ ნივთიერებად გამოიყენეს კვერცხის ცილა, მაგრამ ამან მოგვცა უარყოფითი შედეგი. შემდეგ საქართველოში მოწვეულმა გერმანელმა რესტავრატორმა სცადა შემაკავშირებელი ნივთიერების ამოქაჩვა, რათა მისი საშუალებით შეწებებულიყო საღებავების ფენა ეტრატთან, მაგრამ ვერც ამან გაამართლა“.
ელენე მაჭავარიანის თქმით, მოქვის ოთხთავი, 1300 წელს შესრულებული და ერთ-ერთი ყველაზე უხვად დასურათებული ძველი ქართული ხელნაწერი, მოქველმა ეპისკოპოსმა დანიელმა მოქვის ეკლესიას შესწირა. უნიკალური სახარება მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გელათის მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, 1921 წელს კი საქართველოს ეროვნულ საგანძურთან ერთად საზღვარგარეთ გაიტანეს. მისი მნიშვნელობის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე საუბრობს:
„ეს არის საქართველოს ეკლესიისა და მთელი ერის უდიდესი სიწმინდე და მის გადარჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოქვის სახარება არის მსოფლიოს კულტურის შედევრი და საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო კულტურაში. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი დაკარგვა!“
მეუფე თეოდორე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წევრია. კომისიამ 2010-2011 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 37 საპროექტო განაცხადიდან მხოლოდ 10 შეარჩია. რჩეულთა შორის მოხვდა პროექტი, რომელიც მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკას, ციფრულ ფორმატში გადატანას და გამოცემას ითვალისწინებს. კომისიის წევრია ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი:
„თითოეულ ილუსტრაციას აქვს ძალიან დიდი ღირებულება, რომ არაფერი ვთქვათ ტექსტზე. თითოეული ფურცელი უნდა იქნეს გამოკვლეული, კონსერვირებული და სათანადოდ დაცული. ამ საქმეში როდესაც საერთაშორისო ექსპერტებიც იქნებიან ჩართული, შედეგი მეტად გარანტირებული იქნება და ამიტომაც იუნესკოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ძალიან კარგია, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს და ხელნაწერი ასეთ კარგ მდგომარეობაში იქნეს დაცული“.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 24 ათასი ამერიკული დოლარით დაფინანსდება მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკის პროექტი. ბუბა კუდავას თქმით, საერთაშორისო გამოცდილებისა და ძეგლის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაცილებით მასშტაბური თანხა - რამდენიმე მილიონი ლარია საჭირო რესტავრაციისთვის.
„სახარების მხატვრულ სახეს განსაზღვრავს 155 მინიატურა, 10 კამარა და 530-მდე საზედაო ასო და ინიციალი - ყველა მათგანს სერიოზული პრობლემა აქვს“, - ამბობს ბუბა კუდავა, რომლის თქმითაც, საქველმოქმედო აქციებმა პირველი დადებითი შედეგი უკვე გამოიღო საკითხის აქტუალიზაციისა და თანხის შეგროვების თვალსაზრისით. დაინტერესებას იჩენენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც თანხებს სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშზე რიცხავენ. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მობილური ტელეფონით დარეკონ ნომერზე 700 685 და ერთი ლარით შეეწიონ უნიკალური ძეგლის გადარჩენის საქმეს.