დღეს ქართული გაზეთების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სამარშრუტო ტაქსები წარმოადგენდა. ”უგულავა კომფორტულ "მარშრუტკებს" გვპირდება” - ასეთია სტატიის სათაური ”ახალ თაობაში”. გაზეთი წერს: „თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიზანი ქალაქში მოძრავი ძველი სამარშრუტო ტაქსების სრული ჩანაცვლებაა. დღეს სამარშრუტო ტაქსებზე არანაირი კონტროლი არ მოქმედებს. როგორც მძღოლი გადაწყვეტს, ისეა ყველაფერი. მგზავრის უფლებები, როგორც ასეთი, საერთოდ არ მუშაობს.”
”რეზონანსი” კი სწორედ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების შიშებზე წერს: "სამუშაოდაც რომ დაგვტოვონ, ალბათ, შემოსავალი შეგვიმცირდება. მგზავრი ფეხზე არ უნდა იდგესო, ელექტრონული ბარათები დამონტაჟდეს და სოციალურად დაუცველებმა შეღავათებით იმგზავრონო...". "წარმოიდგინე, ჩემი "მარშრუტკა" უნდა შევღებო, გავარემონტო, რამდენი დავხარჯო, რომ ტექნიკური დათვალიერება გაიაროს”, - უთხრა ერთმა მძღოლმა გაზეთს. სტატიის სათაურია "მარშრუტკით" მგზავრობის ფასს "ტენდერში გამარჯვებული" დაადგენს" და მას „რეზონანსში“ წაიკითხავთ.
”რეზონანსშივე” წაიკითხავთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის კომენტარს მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციაში ფარულად შევიდა ცვლილება და პირველი იანვრიდან პოლიციასა და პროკურატურას პირის დაპატიმრების განუსაზღვრელი უფლებები ეძლევათ. "ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მე-18 მუხლის შესაბამის პუნქტში ზუსტად არის განმარტებული, თუ რა ვადებია დაკავებასთან დაკავშირებით. ამ მუხლში წერია, რომ დაკავებული 48 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს მოსამართლეს და სასამართლო ვალდებულია 24 საათში გამოიტანოს გადაწყვეტილება დაკავების ან გათავისუფლების შესახებ - ჯამში, ეს არის ის 72 საათი, რომელზეც საუბარი იყო პირის, როგორც ეჭვმიტანილის, დაკავებაზე. მაგრამ „ეჭვმიტანილის“ ცნება საერთოდ აღარ არსებობს და ჩანაწერმა, რომ "ეჭვმიტანილის დაკავება არ შეიძლება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში", დაკარგა ყოველგვარი აზრი", - უთხრა პავლე კუბლაშვილმა ”რეზონანსს”.
”ალიაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ანონიმ რესპონდენტთან, რომელიც, გაზეთის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს, რომელსაც სატელეფონო მოსმენები ევალება. ”ტექნიკური საშუალებების მიხედვით ხდება, ერთდროულად, 5 ათასიდან 10 ათასამდე ადამიანის მოსმენა და მათი საუბრების ჩაწერა. ლეგენდები დადის, თითქოს ყველა ისმინება. ეს სისულელეა, მაგრამ, ვისაც ერთხელ მაინც სჭერია ხელში მობილური, ყველას საუბარი მოსმენილია,” - უთხრა ანონიმმა წყარომ „ალიას“.