25 ნოემბერს თბილისში წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართა. ინიციატორების განცხადებით, კრებას ესწრებოდნენ დელეგატები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. 26 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან კვლავ შეიკრიბნენ სახალხო კრების მონაწილენი. იმავე დღეს პარლამენტთან შეკრებილი ხალხის ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.