დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის მსოფლიო დღეს, დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 70-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ”16-დღიანი კამპანია” 1991 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. კამპანია გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებული ეროვნული კვლევის თანახმად, ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი საქართველოში აღიარებს, რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალთა 34 პროცენტი კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს. ქალთა 50 პროცენტი ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება.
კვლევა ქმრის ან პარტნიორის მიერ ქალის კონტროლის სხვა ფორმებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ქალთა 11 პროცენტს, მაგალითად, ქმრის ნებართვა სჭირდება ექიმთან წასასვლელად, ქალთა 29 პროცენტს კი, იმის გამო, რომ ქმარი უკრძალავს, საკუთარ მშობლებთან ურთიერთობა არა აქვს.
”მე მიმაჩნია, რომ ჩვენთან ძალადობა ხდება იმიტომ, რომ ძალადობის მიმართ არის მაღალი მიმღებლობა და გაცხადებული პროტესტი ჯერ არც ინდივიდუალურად და არც კოლექტიურ დონეზე არ არის. ანუ ლოიალურები ვართ ძალადობის მიმართ. არა მარტო ოჯახური, არამედ ზოგადად ძალადობების მიმართ. გონებიდან უნდა აღმოიფხვრას ასეთი ტოლერანტობა ძალადობის მიმართ”, - მიიჩნევს ექსპერტი გენდერის საკითხებში ნანა ბერეკაშვილი, რომლის აზრითაც, გენდერული თანასწორობის სწავლება, უფრო კი ძალადობის წინააღმდეგ გარკვეული სტრატეგიების გამოყენება სასკოლო და უფრო ადრეული ასაკიდანაც კი უნდა იწყებოდეს.
”მართალია, პირველად ჩატარდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული კვლევა და, მართალია, საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკური მაჩვენებლები დაიდო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამას წინ უძღოდა სიტუაცია, რომელიც საქართველოში არსებობდა 2006 წელსაც კი, როდესაც კანონის მიღებაც კი საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგი იყო“, - აღნიშნავს ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი.
ზოგადად, ექსპერტები შენიშნავენ, რომ ქალები, როგორც წესი, გახსნილად ვერ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. შესაბამისად, რეალობა, გარკვეული მიმართულებით კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი ან თუნდაც რამდენიმე კვლევის სტატისტიკა ცხადყოფს.
საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გაცილებით დიდი რაოდენობა არსებობს, ვიდრე ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს ჩატარებულ კვლევაშია ასახული, ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ბაქრაძე. იგი არ გამორიცხავს, რომ უკანასკნელ წლებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული მუშაობის კვალდაკვალ ახალი, მათ შორის, პოზიტიური ტენდენციებიც გამოკვეთილიყო:
”დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ საბაზისო მონაცემები, რომლებიც 2009 წლის კვლევის შედეგად გახდა ცნობილი. თუმცა რაც შეეხება ინსტიტუციურ მექანიზმებს, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯებია. ქვეყანაში გაჩნდა სახელმწიფო დონეზე ოჯახში ძალადობის საპასუხო ინსტიტუციური მექანიზმები”.
კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ 2006 წლიდან მოქმედებს. კანონი სახელმწიფო რეგულირების ქვეშ აქცევს ოჯახში ძალადობის ფაქტებს და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს აწესებს. 2010 წელს მიღებულ იქნა ასევე კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მოქმედებს კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგაც, თუმცა ერთია საკანონმდებლო ბაზა, მეორე კი - რეალობა.
”საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მდგომარეობა არის შედარებით მისაღები ამიერკავკასიის ფარგლებში და არა მარტო ამიერკავკასიისა, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება პერიოდი, იმპლიმენტაცია. რაც შეეხება თავშესაფრების არსებობას, დამცავი და შემაკავებელი ორდერების არსებობას, ინფორმირებულობას, ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ძალიან ბევრია ცნობიერებასთან დაკავშირებით შესაცვლელი”, - ამბობს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი.
სწორედ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში გენდერული თანასწორობის 16-დღიანი კამპანიის ღონისძიებათა დღის წესრიგი, რომელმაც, სხვათა შორის, გენდერული ძალადობის შესახებ ”მამაკაცური საუბრების” ციკლიც მოიცვა.

ჩვენთან ძალადობა ხდება იმიტომ, რომ ძალადობის მიმართ არის მაღალი მიმღებლობა და გაცხადებული პროტესტი ჯერ არც ინდივიდუალურად და არც კოლექტიურ დონეზე არ არის...