თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტში, ვითარების დეტალური აღწერის გარდა, მოცემულია ორმოცამდე რეკომენდაცია, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ ექვსი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. რა ვითარებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და როგორ ასრულებს საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციებს?
ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასა ქსნის დაწესებულების საერთო რეჟიმისა და ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პირობები და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებებში ადამიანების მოთავსება შეიძლება მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალოს. უნდა ითქვას, რომ ქსნის დაწესებულებამ საქართველოს სახალხო დამცველის ყურადღებაც მიიპყრო.
მოგვიანებით სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ვითარება პატიმრების ცემასთან დაკავშირებით გამოსწორდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკვეთრად შეიცვალა პატიმრების ყოფითი პირობები. კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქსნისა და გეგუთის ციხეებშია. ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტებს ვერც ახლახან აშენებული გლდანის საპყრობილე აკმაყოფილებს:
„პატიმრებისათვის გამოყოფილი ფართობი არ შეესაბამება კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტს - თითო პატიმარზე 7 კვადრატული მეტრი. იმის გამო, რომ საქართველო მძიმე მდგომარეობაშია, კომიტეტი პატიობს ხოლმე საქართველოს ამ ნორმის შეუსრულებლობას და 7-ის მაგივრად უდგენს 4 კვადრატულ მეტრს. ეს 4 კვადრატული მეტრიც კი ხელისუფლებამ, როცა აშენებდა გლდანის ციხეს, არ გაითვალისწინა და ციხე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.“
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შორისაა: პაემნების დროს უშუალო კონტაქტის უზრუნველყოფა და გამყოფი მინების ხმარებიდან ამოღება; ქსნის საპატიმროში ანტისანიტარიის აღმოფხვრა; გლდანის ციხეში მცირე მოცულობის ბოქსების საპატიმრო საკნად გამოყენების აკრძალვა; გეგუთის ციხეში თითოეული პატიმრისთვის საკუთარი საწოლის მიჩენა და ყველა პატიმრისთვის ერთსაათიანი გასეირნების უზრუნველყოფა. კომიტეტის შეშფოთებას იწვევს საქართველოში პატიმართა რაოდენობის ზრდის ტემპი, რომელიც ერთიორად აღემატება საერთაშორისო სტანდარტს. ციხეების - მათ შორის, გლდანის საპყრობილის -გადატვირთულობა კი, თავის მხრივ, როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, არღვევს ადვოკატებისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებებს:
„4 ათასამდე პატიმარია, ადვოკატებისთვის კი 45 ადგილია. ამიტომ ადვოკატებს უწევთ რიგში დგომა თითქმის მთელი დღე.“
თუმცა, ადვოკატების პასუხად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ თავად ადვოკატები არ უწევენ ერთმანეთს ანგარიშს, როცა ერთ ჯერზე რამდენიმე პატიმარს იწერენ და შეუზღუდავად იკავებენ შეხვედრის ოთახებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციებსა და მათ შესრულებას:
„არის ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც ძალიან მალე შესრულდება, ზოგი უკვე გადაიჭრა, ზოგიც გადაჭრის პროცესშია, თუმცა ზოგს გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, იმიტომ რომ ყველა რეკომენდაციას 100 პროცენტით არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებს, რადგან ამას სჭირდება მუშაობა და რეფორმირება, მაგრამ რაც შეეხება ძირითად ნაწილს, ანუ უფლებრივ მდგომარეობას, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ტატო ქელბაქიანმა, რომელმაც ნიმუშად მოიტანა გრძელვადიანი პაემნებისათვის საჭირო ინფრაქსტრუქტურის მშენებლობა, რასაც ასევე ითხოვდა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. ქელბაქიანის თქმით, სულ მალე 12-დან სამი დაწესებულების პატიმრებს გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობის საშუალება ექნებათ, თუმცა პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს პროპაგანდის ნაწილია და ხელისუფლება ყველანაირად მალავს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებას.
„ბატონი ბაქრაძე და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ყველაფერს ცდილობენ, რომ არ შევიდე ნებისმიერ საპყრობილეში, რათა პირუთვნელად არ გამოვიტანო ის საოცრად მძიმე ვითარება, რაც სუფევს ჩვენს ციხეებში“, განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.