მიმოხილვას "რეზონანსით" დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”ქართული კორუფციის ახალი დეტალები "ეფ-ბი-აის" გამოძიებაში”. სტატიაში ნათქვამია, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს გამოძიებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს შეეხებაო. გაზეთი ამერიკულ გამოცემა "მეინ ჯასტისს" ეყრდნობა, რომელმაც, ”რეზონანსის” ცნობით, ამ თემას ორი სტატია მიუძღვნა. გამოძიების მნიშვნელობაზე გაზეთს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ესაუბრა, რომელმაც თქვა: "ეს გამოძიება ჩვენთვის ძალიან სკანდალურია. რა ინფორმაციაც არსებობს, რაც "ეფ-ბი-აის" გამოძიებიდან ჩანს, უხარისხო ტყვიების შესყიდვაზე იყო საუბარი. ამიტომ, გარდა კომერციული ზიანისა, ბრძოლისუნარიანობის ზიანიც იკვეთება. თუ ეს დადასტურდება, ჩვენ ორმაგ დანაშაულზე შეიძლება ვისაუბროთ - თავდაცვის სისტემაში არსებულ კორუფციაზე და სახელმწიფოს წინაშე დანაშაულზე", - უთხრა ”რეზონანსს” თავდგირიძემ. „რეზონანსს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს და ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ ამერიკულ მხარესთან, ხოლო არის თუ არა ქართველი ჩინოვნიკების ბრალეულობა გამოკვეთილი და რამდენი პირია ამ საქმეში ეჭვმიტანილი, ამ თემაზე სამინისტრო კომენტარს არ აკეთებსო". სტატიას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.
დღევანდელ პრესაში, ისევე როგორც თითქმის ყოველდღე, პირველ გვერდზე შეხვდებით ციტატებს, რომლებშიც ამა თუ იმ ფორმით ლაპარაკია მომავალ არეულობებზე, გადაკრულადაა მინიშნებული, რომ სისხლი დაიღვრება და რომ იქნება არეულობა. ამჯერად ”ვერსიის” პირველ გვერდზე ნახავთ ფრაზას: "დღეს ახალი მსხვერპლის გაღებაა საჭირო", რომელსაც გამოცემა მოძრაობა ”7 ნოემბრის” ერთ-ერთ ლიდერს, ჯაბა ჯიშკარიანს, მიაწერს. თავად ციტატა კი ასეთია: ”ხალხს ბრძოლის ჟინი აქვს დაკარგული. ამიტომ რაღაც ახალი მსხვერპლის გაღებაა საჭირო და ისეთივე ვა-ბანკზე წასვლა, როგორზეც ხელისუფლება მოდის ჩვენს წინააღმდეგ. მსხვერპლის გაღებაში ვგულისხმობ თავის გადადებას - კი, ბატონო, მოვიდნენ და დაგვიჭირონ. ამით კიდევ ერთხელ მოხდება სააკაშვილის ხელისუფლების მეთოდების აფიშირება. ახლა შიშის კი არა, ბრძოლის დროა”, - ამბობს ჯიშკარიანი. ისე კი სტატია ახალგაზრდული ორგანიზაციების გაერთიანებაზეა. ჯაბა ჯიშკარიანი ამბობს: გადავწყვიტეთ შევქმნათ ახალგაზრდული გაერთიანება, განვაგრძოთ ბრძოლის აქტიური კამპანია და ჩვენი ფრონტი სხვადასხვა მიმართულებით გავშალოთ. მოლაპარაკება მიდის ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან. ესენია "არა", "რატომ" თუ სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციები. ნოემბრის ბოლოს უკვე დადასტურებულად გვეცოდინება, ვინ შემოდის და ვინ არა ამ დიდ გაერთიანებაში, რომელსაც ახალი სახელი ექნება. ერთ-ერთი ვარიანტია - "საქართველოს განმათავისუფლებელი არმიაო". ინტერვიუს „ვერსიაში“ ნახავთ.
”ახალ თაობაში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს ნონა გაფრინდაშვილთან, რომელიც 25 ნოემბერს დანიშნულ შეკრებაზე ლაპარაკობს. ”ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. იარაღი ჩვენ არ გვაქვს და მათ რაც უნდათ, ის გააკეთონ. ჩვენ შევიკრიბებით და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და არ გავჩერდებით”, - უთხა ნონა გაფრინდაშვილმა ”ახალ თაობას”.