პარლამენტის წინ შეკრებილი თბილისის სკოლების რამდენიმე ათეული მეთორმეტეკლასელი 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებს აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ ვერ მოახერხებენ რვა გამოცდის ჩაბარებას, მით უმეტეს საბუნებისმეტყველო საგნებში, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში აღნიშნულ საგნებში სათანადო განათლება არ მიუღიათ.