კომუნალური გადასახადების ადმინისტრირების ახალი სისტემა თბილისში ახალი წლიდან ამოქმედდება. სიახლე ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების ინტეგრირებას გულისხმობს, ანუ ერთი რომელიმე გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელს დანარჩენი მომსახურებაც ავტომატურად გაეთიშება. შესაბამისად, მოსალოდნელი ცვლილება გულისწყრომას იწვევს როგორც მომხმარებელში, ისე პოლიტიკურ წრეებში. ეს უკანასკნელნი საქართველოს პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე მიუთითებენ.
„ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მისი შეფასებით, ეს არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის აშკარა დარღვევა, თუმცა, შესაძლოა, სარჩელი მხოლოდ ამ მუხლის მითითებითაც არ შემოიფარგლოს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებას პრეცედენტი არ მოეძებნება და თავისი შინაარსით ძალადობრივია არა მხოლოდ ხალხის, არამედ იმ კერძო კომპანიების მიმართაც, რომელთაც ცვლილება შეეხოთ. მათგან, ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, გადასახადების ამოღებისა და ადმინისტრირების პრობლემა არ აქვთ „თელასსა“ და „ყაზტრანსგაზს“, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სოლიდარობა კომპანია „თბილისის წყალს“ გამოუცხადონ.
„როცა სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას და იღებს კანონს იმისთვის, რომ ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ შეძლოს თანხების მობილიზება, თანაც ასეთი გაუგონარი, უკანონო მეთოდით, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი რანგის ლობი ჰყავს „თბილწყალკანალს“, რაკი პარლამენტში ხდება მისთვის კანონის მიღება“.
განსხვავებულ აქცენტს აკეთებს თბილისის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, კომუნალური გადასახადების გაერთიანებით დაინტერესებულია თბილისის მერია, რომელიც შპს „დასუფთავების სამსახურის“ აქციების 100 პროცენტის მფლობელია:
„კონკრეტულად დასუფთავების საკითხები ეხება ქალაქის მერიას და არავინაა წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და ლამაზი, მაგრამ ეს არ შეიძლება ხდებოდეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მივმართავთ ქალაქის მერს, გააცნოს საზოგადოებას, რა პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებდა, როდესაც იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას ქალაქის მერი, მარეგულირებელი კომისია და საქართველოს პარლამენტი“.
მანამ, ვიდრე დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ მოთხოვნას თბილისის მერი გიგი უგულავა გამოეხმაურება, პირველი პასუხი უკვე გაისმა საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ახალი წესის შემუშავების პროცესში თავად კომპანიებიც ჩართულნი იყვნენ:
„ეს გახლავთ სამი კომპანიის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, შეთანხმება ამ სამ კომპანიას შორის. ეს კეთდება იმისთვის, რომ თბილისში წყლის მოწოდება არ შეწყდეს, ქალაქი იყოს უფრო მეტად დასუფთავებული. რაც შეეხება მათ განცხადებას ადმინისტრაციული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ეს უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე არ მივდივართ“.
ინიციატივა კომუნალური გადასახადების გაერთიანების ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღების შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენს თბილისს“ ეკუთვნის. ფრაქცია ცდილობს, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს პარლამენტის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონში გატარებული შესწორება გაუქმდეს.
რაც შეეხებათ მოქალაქეებს, უმრავლესობა გადასახადების გაერთიანებითა და მათგან რომელიმე ერთის გადაუხდელობისათვის მოსალოდნელი სანქციებით შეშფოთებულია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ სიახლე მისაღებია და ზოგადად გადასახადების გადახდის კულტურას აამაღლებს.
„წყალი და სინათლე თუ გაერთიანდა, მართლა ძალიან ცუდად იქნება საქმე, იმიტომ რომ, სინათლეს ძლივს ვიხდით და მაგას კიდევ პლუს წყალი, ძალიან მძიმე იქნება. ამ დროს წყალსაც ვიხდით, მაგრამ წყალი გვაცდის, ჩვენ გადანაწილებული გვაქვს, მაგრამ ახლა წყალი რომ არ გადაიხადო, სინათლეს მაინც ჩაგიჭრიან“.
„ყველას ერთად გადავიხდით, მე პირადად მომწონს ეს იდეა“.
კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირების ახალ წესში ბუნებრივი აირის გადასახადი ჯერჯერობით არ შედის, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შემდეგი გარემოებით ხსნის:
„გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარეობით, „თელასი“ ახორციელებდა მხოლოდ ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ერთიან ქვითარზე დატანას და გაზი ცალკე ახდენდა თავის მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისათვის მომზადებული ქვითრების დარიგებას, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით გაზი არ იქნა ჩართული ამ სისტემაში“.
გურამ ჩალაგაშვილი განმარტავს, რომ კომუნალური გადასახადების ახალი სისტემის ადმინისტრირება „თელასსა“ და „ენერგოპროს“ დაევალათ.