რადიო თავისუფლების დილის სტუდიაში სტუმრად იყო ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც საკანონმდებლო გარემოს შესაცვლელად რვა პარტიის მიერ შემუშავებულ პროექტზე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ იმედიანადაა განწყობილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისათვის, რადგან საარჩევნო გარემოს ცვლილება არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის ინტერესებშია. ასევე, ირაკლი ალასანიას თქმით, მოლაპარაკებების მაგიდას ოპოზიცია მიუჯდება არა დაქსაქსული, არამედ ერთიანი პოზიციით.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1