დღვანდელ ქართულ პრესაში ბევრს წაიკითხავდით „სახალხო წარმომადგენლობითი კრების" საინიციატივო ჯგუფის შეკრების შესახებ და ასევე სპეკულაციებს ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსაყალიბებელი პარტიის შესახებ.
”რით ხსნიან ოპოციზიური პარტიების ლიდერები "სახალხო კრებაზე" არმისვლას?” - ამ სათაურის სტატიას აქვეყნებს „ალია“ და პუბლიკაციაშიც ძირითადად სხვადასხვა პარტიების ლიდერების დამოკიდებულებაზეა საუბარი კრების მიმართ. "ჩემთვის დღემდე გაურკვეველია ორგანიზატორების მიზნები, გეგმები და სქემა”, - უთხრა „ალიას“ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. ”აცხადებდნენ, პოლიტიკური პარტიები დისკრედიტებული არიან და ახალი სახეებია საჭიროო. არ მესმის, ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა მივიდნენ გაკრიტიკებული პარტიების წარმომადგენლები ამ კრებაზე”, - თქვა კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ. ”ქალბატონ ნინოს ძალიან დიდ პატივს მივაგებ, მაგრამ მას, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ და მასთან პოლიტიკურ დებატებში არ შევალ", - ამბობს ირაკლი ალასანიას პარტიის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. კიდევ სხვა პოლიტიკოსების გამონათქვამებიც არის მოყვანილი სტატიაში, რომელსაც „ალიაში“ წაიკითხავთ.
აქვე ნახავთ სტატიას ირაკლი ოქრუაშვილის გეგმების შესახებ. ”ალიას" საქმეში ჩახედულმა წყარომ უთხრა, რომ ოქრუაშვილთან პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს და ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, როგორ მოხდება ახალი პარტიის ფორმირება. ერთადერთი, რაც დაბეჯითებით აღინიშნა, ის ყოფილა, რომ „ოქრუაშვილი პირველ ან 7 ნოემბერს, თავის დაბადების დღეს, მოახდენს ახალი პარტიის წარდგენა-პრეზენტაციასო”, - წერს „ალია“. ”ყველა სიახლე” კი ირაკლი ოქრუაშვილზე სოზარ სუბარს ელაპარაკა. ”დღეს საუბარია არა გაერთიანებაზე, არამედ იმ პოლიტიკური ფრთის გამოკვეთაზე, რომელიც შეძლებს ბრძოლის გაგრძელებასო”, - უთხრა სუბარმა „ყველა სიახლეს“, ხოლო შეკითხვაზე: ანუ შეიქმნება პოლიტიკური ცენტრი, რომლის ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, თქვენ და ეროსი კიწმარიშვილი იქნებითო? - პასუხობს: "ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამიტომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მე მხოლოდ ზემოჩამოთვლილ ადამიანებს არ ვესაუბრები, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო... უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რა ახალი კონფიგურაციები გამოიკვეთება ოპოზიციურ ფლანგზე”.
დაბოლოს, ”რეზონანსი” წერს დღეს რუსეთის ეკლესიის ურთიერთობაზე ცხინვალთან. ”ჩნდება ცნობები, რომ ე.წ. ალანიის ეპარქიის ბედს უკვე რუსეთის ეკლესია გაარკვევს და ამის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთანო. გაზეთის ცნობით, საქართველოს საპატრიარქოს ამ ცნობის სანდოობაში ეჭვი შეაქვს და ინფორმაციის შესწავლის გარეშე კომენტარს არ გააკეთებს.