ევროპაში ყოველდღე 40 ახალგაზრდას კლავენ - ასეთი სტატისტიკაა მოყვანილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ახალგაზრდებს შორის ძალადობის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში - ასი ათას სულ მოსახლეზე ძალადობრივი გზით დაღუპული ახალგაზრდების რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია. ყველაზე კარგი ვითარებაა ამ მხრივ გერმანიაში. საქართველო ამ სიაში მეთორმეტე ადგილზეა.
ევროპაში 15 ათასი ახალგაზრდა იღუპება წელიწადში ძალადობის შედეგად - ეს ახალგაზრდების სიკვდილიანობის მესამე ყველაზე დიდი მიზეზია. პირველ ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევებია, მეორე ადგილზე კი - საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. ახალგაზრდებს შორის ძალადობის მაჩვენებლები ძალიან განსხვავებულია ევროპის ქვეყნებში - გერმანია, სადაც ამ მხრივ ყველაზე კარგი ვითარებაა, 34-ჯერ ჩამორჩება ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ფედერაციას.
ქვეყნებს შორის განსხვავება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ამ სიკვდილიანობის რიცხვის მკვეთრად შემცირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის პროგრამების მენეჯერმა დინეშ სეთიმ, რომელიც ამ კვლევის ავტორი გახლავთ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალადობის შედეგებთან ბრძოლაზე უფრო ეფექტიანი მის მიზეზებთან გამკლავება იქნება. მან თქვა: „ჯანდაცვის სექტორმა და საჯარო ჯანდაცვის სექტორმა სასამართლო სისტემასთან ერთად უნდა იმუშაოს ძალადობის პრევენციის საცდელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო მომგებიანია ინვესტირება ძალადობის საფუძვლების აღმოფხვრაში ნაცვლად იმისა, რომ ძალადობის შედეგებთან გამკლავება ვცადოთ.“
ახალგაზრდებს შორის ძალადობის ზრდის მიზეზებს შორის არის კომპლექსური პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზე ქვეყნები ისედაც თავს იმტვრევენ - მაგალითად, სიღარიბე და უმუშევრობა. თუმცა დინეშ სეთიმ გვითხრა, რომ შესაძლებელია ახალგაზრდებს შორის ძალადობის შემცირების ნაცადი ხერხებიც არსებობდეს, ხერხები, რომლებმაც ბევრ ქვეყანაში უკვე გაამართლა. ესაა ჩართულობა მშობელთა პროგრამებში, სკოლამდელთა აღზრდის საქმეში, სოციალური განვითარების პროგრამებში, ალკოჰოლთან წვდომის შეზღუდვა, უთანასწორობის შემცირება. სეთის თქმით, ამ სტრატეგიის ნაწილი შეიძლება იყოს მინიმალური ასაკის შემოღება დანების შესაძენად ან სოციალური მარკეტინგის გამოყენება ძალადობის შესამცირებლად. ყველაფერი ეს ინვესტიციააო, - თქვა მან.
ინვესტიცია კი იმიტომ, რომ ახალგაზრდებს შორის ძალადობას, გარდა თავისთავად ცხადი სავალალო შედეგის, ანუ ახალგაზრდების დაღუპვისა, მძიმე ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვება. კვლევის ავტორები წერენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული განსხვავებული მეთოდოლოგიის გამო - ზოგან არც არსებობს მსგავსი კვლევა - ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ ახალგაზრდებს შორის ძალადობა ეკონომიკასაც აზარალებს, ცხადია. აი, თუნდაც ეს ფაქტი - როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ევროპაში ყოველწლიურად 10-დან 29 წლამდე 15 ათასი ახალგაზრდა იღუპება. დაღუპულთა რიცხვს ოცჯერ აღემატება დაჭრილთა რიცხვი. დინეშ სეთი ხაზს უსვამს, რომ ძალადობის პრევენცია ეფექტიანობასთან ერთად სახელმწიფოსთვის უფრო მომგებიანიცაა, რადგან სკოლამდელთა აღზრდის გამდიდრებაში ჩადებული ერთი ევროთი იზოგება 9 ევრო, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებელ პროგრამებში ინვესტირებული ერთი ევრო ზოგავს 39 ევროს. „ეს ინვესტიციაა, რომელიც გრძლევადიანად მომგებიანია“, - უთხრა დინეშ სეთიმ რადიო თავისუფლებას.