საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. ტექნიკური მიზეზებით გაცხრილული საბოლოო სია კი 130 000 ხელმოწერას შეიცავს. სწორედ ამ სიით მიმართეს ეროვნული ფორუმისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს. ახლა ჯერი საკანონმდებლო ორგანოზეა.
ეროვნული ფორუმის გვერდით 8 ოპოზიციური პარტია დგას. ეს ის პოლიტიკური ძალებია, რომლებსაც საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარებათ და კანონპროექტის ძირითად პუნქტებსაც იზიარებენ. ეროვნული ფორუმის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში მათ ინიციატივას ღიად მხარი 40 000-მა ადამიანმა დაუჭირა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხალხის ნაწილმა შიში დაძლია და თავისუფლად გამოხატა საკუთარი პოზიცია: ”ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს მხარდაჭერა გვეჩვენებინა ყველასთვის. 170 000-ზე მეტი ხელმოწერაა შეგროვილი, მაგრამ ნაწილი ტექნიკური პრობლემების გამო საბოლოო სიაში არ შევიდა. ასე რომ, 130 000-იან სიას წარვუდგენთ პარლამენტს. ეს არის ოთხჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ცვლილებების მისაღებად, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავითვალოთ ამომრჩევლები და ერთი ადამიანი ნიშნავდეს ერთ ხმას.“
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეროვნული ფორუმის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ძირითადი ამოსავალი ამომრჩეველთა ბიომეტრიული ბაზის შექმნაა, ბაზისა, რომელიც გამორიცხავს ერთი ადამიანის მიერ ორჯერ ხმის მიცემას არჩევნების დროს.
ეროვნული ფორუმის კანონპროექტის განსახილველად პარლამენტს ინიციატივით ქრისტიან-დემოკრატები მიმართვენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ინგა გრიგოლია, ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა ის საკითხია, რომელმაც, შესაძლოა, ქრისტიან დემოკრატები ქუჩაშიც კი გამოიყვანოს: ”როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, თორემ განხილვით აუცილებლად განიხილავს. ამ საკითხის გამო ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიების გვერდით ვიდგებით და, თუ საჭირო იქნება, ზეწოლასაც მოვახდენთ ხელისუფლებაზე. თუ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება, მომავალ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა მინიმუმ ოპოზიციაში წავა.”
ფორუმის მხარდამჭერ 8 პარტიას შორის არიან თავისუფალი დემოკრატებიც. პარტიის წარმომადგენელი ზაზა გოგსაძე აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ძალა კვლავ რჩება ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის იდეის ერთგული, ოღონდ - შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობის ფონზე.
ინიციატივის მისაღებად და განსახილველად მზადაა საქართველოს პარლამენტიც. ნაციონალური მოძრაობის სახელით პავლე კუბლაშვილი გვეუბნება, რომ ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გამოცდილება მათ აქვთ და არც ამჯერად იქნება რაიმე დაბრკოლება.
პავლე კუბლაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კანონპროექტის მთავარი ღერძის - ბიომეტრიული ბაზის - შექმნის იდეის შეფასებისგან, რადგან, მისი სიტყვებით, ჯერჯერობით არ იცის რამდენად ეფექტური იქნება ეს სიახლე.