მოსკოვის დუმამ დღეს იური ლუჟკოვის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და რუსეთის ცენტრალური ტელეარხების ბოლოდროინდელ რეპორტაჟებს უწოდა დაუდასტურებელი ბრალდებები, რომლის მიზანია დედაქალაქის ხელისუფლების საქმიანობისადმი უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნა და მოსკოვის მერისა და მისი გუნდის დისკრედიტაცია. ლუჟკოვის მსგავსად, სასამართლოში ჩივილს მოსკოვის დუმაც აპირებს. დღესვე რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში უკანონო მშენებლობების შესახებ ტელვიზიით გავრცელებული ინფორმაციის შემოწმების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ფართომასშტაბიანი რევიზია სულ ახლახან დასრულდა.
ყველაზე პოპულარული
1