ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ხუთშაბათს პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციით მიაგეს პატივი დაღუპულებს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა და გააპროტესტეს კანონმდებლობა, რომელიც, მათი შეფასებით, დასაქმებულთა უფლებებსა და უსაფრთხოებას არ იცავს..