” ‘ნაბუკო’ - ‘სამხრეთ ნაკადის’ პარალელურად“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ”ნაბუკოს” პროექტის მშენებლობის დაწყების საკითხი შემოდგომაზე საბოლოოდ გაირკვევა. მანამდე კი ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ”ნაბუკოს” გაზსადენის მშენებლობის დასაწყებად. სტატიაში აღნიშნულია ასევე, რომ პროექტის აქციონერთა კომიტეტმა მიმდინარე კვირას ანკარაში გამართულ სხდომაზე მილსადენის მომარაგების ორი მიმართულება დაამტკიცა - კერძოდ, ”ნაბუკოს” ორმა ხაზმა თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-ერაყის საზღვრებზე უნდა გაიაროს, ამ მარშრუტების საშუალებით კი გაზსადენი ბუნებრივ აირს თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, ასევე ერაყიდან მიიღებს. სტატიის თანახმად, ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ”ნაბუკოს” პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებში შედის, თუმცა, სავარაუდოდ, იგი მხარს ”სამხრეთ ნაკადსაც” დაუჭერს.
გაზეთ ”ალიას” ერთ-ერთი რესპონდენტი კი განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდიაა. საქმე ეხება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის შედეგად აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებს, ანუ გია ნოდიას მინისტრობის დროს გაფლანგულ თანხებს, 600 000 ლარის ოდენობით. გაზეთი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მასალები გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეცა. კომენტარში, რომელიც ”ალიამ” გია ნოდიას ჩამოართვა, წაიკითხავთ: ” ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობაა. მე არავინ დამკავშირებია ამ გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერი პრესიდან გავიგე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე სრულიად ვენდობოდი იმ თანამშრომლებს, ვინც ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა და დღესაც ვფიქრობ, რომ მართალი ვიყავი, როცა ვენდობოდი. თუ ვიღაცამ რაღაც დამისაბუთა, რომ არასწორად კეთდებოდა, გამოდის, რომ შემეშალა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ასეთ ბრალდებებს”, - უთხრა გია ნოდიამ გაზეთ ”ალიას”.
სპეციალისტები მასწავლებელთა სერტიფიცირების პირველ შედეგებს არაერთგვაროვნად აფასებენ, ანუ გასაშვებია თუ არა სკოლიდან 10-დან 9 მასწავლებელი. ამ თემაზე ”რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ასეთი მძიმე შედეგები იმის ბრალია, რომ მასწავლებლები საკმაოდ მოუმზადებლები შეხვდნენ სერტიფიცირებას და თვითონ ტესტებიც საკმაოდ ძნელი იყო. ასე ფიქრობს, მაგალითად, ”რეზონანსის” ერთ-ერთი რესპონდენტი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, აკადემიკოსი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია, რომლის აზრითაც, მასწავლებელთა სერტიფიცირების შედეგები სრულიად შეესაბამება პედაგოგთა საშუალო პროფესიულ დონეს. თუმცა აკადემიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ამაში ლომის წილი თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიუძღვის.
ვინ გახდება ევროსაბჭოში საქართველოს მომავალი წარმომადგენელი? ამ საკითხს კი დღეს გაზეთი ”ახალი თაობა” სვამს და თავადვე გამოთქვამს ვარაუდს: არაოფიციალური ინფორმაციით, ვკითხულობთ გაზეთში, ევროსაბჭოში ან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს გაუშვებენ, ან სერგი კაპანაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.