უკრაინაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მეცხრამეტე წლისთავს უკრაინას სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ულოცავდნენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონიდან ვიდეომიმართვა გამოგზავნა, რომლითაც მან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თქვა, უკრაინელებსა და ამერიკელებს საერთო დემოკრატიული ღირებულებები აქვთო.
თუმცა თავად უკრაინაში ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რამდენად დემოკრატიული ღირებულებები აქვს ქვეყნის ხელისუფლებას. მეტიც, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მოსახლეობის აზრის კვლევის უკრაინული კომპანიის - „რაზუმკოვ ცენტრის“ - გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 45 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ჯერაც ვერ გამხდარა.
ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში - დამოუკიდებლობის მოედანზე - გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას ცვლილებები სჭირდება და ამ ცვლილებების საკუთარი ხედვაც წარმოადგინა. მისი თქმით, უკრაინას სტაბილური პოლიტიკური სისტემა სჭირდება, რომელსაც ძლიერი პრეზიდენტი გაუძღვება.
ეს უკრაინის პოლიტიკური ხედვის მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ. იანუკოვიჩის წინამორბედმა ვიქტორ იუშჩენკომ კონსტიტუციური ცვლილებები წარადგინა, რომლითაც პრეზიდენტის ძალაუფლება შეიზღუდა, პარლამენტისა კი გაძლიერდა.
ახლა კი იანუკოვიჩი ამბობს, რომ სწორედ ამ მიდგომამ - საპრეზიდენტო ძალაუფლების შეზღუდვამ - გამოიწვია ხელისუფლების კრიზისი. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ გაძლიერებული პრეზიდენტი უფრო ადვილად შეძლებს რთული რეფორმების გატარებას, როგორიცაა, მაგალითად, მოსახლეობისთვის გაზის ფასის გაზრდა.
თუმცა, ცხადია, ცვლილებები მხოლოდ გაზის ფასს არ ეხება. ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრის, ვიქტორ ტკაჩუკის, წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კანონები წინასწარგანზრახულად ასუსტებს ოპოზიციას და ამცირებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.
ლაპარაკია ცვლილებებზე საარჩევნო კანონში, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ პარტიებს აღარ შეეძლებათ ბლოკების შეკვრა, არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ პარტიები, რომლებიც ერთ წელზე ნაკლებია არსებობენ, კენჭს ვეღარ იყრიან დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატები...
ტკაჩუკი პრობლემას იმაშიც ხედავს, რომ დემოკრატიის დასუსტება უკრაინაში კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროპას. იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაც პრეზიდენტის მიმართ სწორედ ესაა - რუსეთთან კავშირების გაძლიერება ევროპის ხარჯზე.
თავად იანუკოვიჩმა დღეს დაიცვა საკუთარი საგარეო პილიტიკა. მან თქვა, რომ რუსეთთან კავშირების გაძლიერება ევროპაში ინტეგრაციის ნაწილია. მანამდე გაკეთებულ განცხადებაში კი ის ხაზს უსვამდა ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეტენზია, რომელიც იანუკოვიჩის წინააღმდეგ აქვთ, პრესის თავისუფლებასთან ბრძოლაა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლების ხარისხის შეფასებას იძლევა, უკრაინას რეგიონისთვის მაგალითის მიმცემს უწოდებდა დემოკრატიზაციის სფეროში. მაგრამ უკვე ივლისში ორგანიზაციის კვლევების ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკრაინაში იზრდება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადობასა და მედიაზე. თუმცა დამოუკიდებლობის დღეს იანუკოვიჩმა პრესის მხარდაჭერის აღთქმაც დადო.