ქართული პრესა იწყებს ხანძრების თემით რუსეთში, აგრძელებს ხორბლის დეფიციტით საქართველოს ბაზარზე და ასრულებს პურის ათთეთრიანი ნამატით. დიახ, დღევანდელი „24 საათი“ წერს, რომ პური ათი თეთრით გაძვირდა…გვალვა და სტიქიური მოვლენები ხარისხზეც აისახება და მოსავლის რაოდენობაზეცო, განავრცობს თემას „რეზონანსი“ 17 აგვისტოს და ვარაუდობს, რომ ბაზარზე ხორბლის, ხილის, ბოსტნეულისა და ყურძნის რაოდენობა 35-დან 50 პროცენტამდე შემცირდება, რაც, ბუნებრივია, ფასების ზრდას გამოიწვევს. გაზეთი აქ არ ჩერდება და ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს, რომლებიც ამბობენ, რომ გვალვები, სავარაუდოდ, მეცხოველეობაზეც აისახება, რადგან გვალვების გამო ბალახიაო გადამწვარი.
დევნილები - კვირის პრესის ფურცლებზე… ადამიანი, რომელმაც შიმშილობა ომში დაღუპულთა მემორიალის წინ გადაწყვიტა და ადამიანი, რომელიც სადღაც ეზოში გაფენილ ლეიბზე ზის: გამოსახლებას არ დავთანხმდი და დანარჩენ დევნილებს არ გავყევიო…
პრესა დევნილებს კვალდაკვალ მიჰყვება იმ გადასახლებებში, სადაც მთავრობამ გასაყიდი შენობებიდან ისინი პოლიციური ესკორტის თანხლებით გაიყვანა. „დასახლება დასაკარგავი“ - პარასკევის „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის სათაური… „რეზონანსის“ ჟურნალისტი წერს: ”წალენჯიხის რაიონის სოფელი ფოცხო, შეიძლება ითქვას, ყველაფრისგან მოწყვეტილი ადგილია - აქ არც რაიმე ტიპის სავაჭრო ცენტრია, არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი. ერთადერთი სასწავლო დაწესებულება სოფლიდან ექვს კილომეტრშია”, თუმცა ავტობუსი დადისო… ფოცხო, როგორც „რეზონანსის“ სტატიიდან ვგებულობთ, სპეციალურად შექმნილი დასახლება ყოფილა მათთვის, ვინც ენგურჰესის მშენებლობაში იყო ჩართული…
დევნილთა გამოსახლების პროცესს, ასევე გარე ვაჭრობის აკრძალვას პრესა სკრუპულოზურად აშუქებს. ყველა მიზანი არ ამართლებს საშუალებასო, წერენ გაზეთები. მიზანი - სუფთა ქუჩები, საშუალება - ადამიანები, რომელთაც პრობლემები ექმნებათ დღიდან დღემდე სარჩოს შოვნისა… როგორც „ახალი თაობა“ წერს, ”არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლებას არც ხალხი სჭირდება, არც ხმები”.
თუმცა ორიენტაცია მომავალზეა აღებული... თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ… პრეზიდენტი სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერებს დაპირდა. „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ზოგიერთ სკოლაში მოხდება, სხვებში - ეტაპობრივად. მეორე გეგმა: ყველა სკოლაში ინგლისურენოვანი ქვეყნიდან მასწავლებელი გვეყოლება. „რეზონანსი“ტელეკომპანიებისადმი პრეზიდენტის მოწოდებებზეც წერს: ფილმები ინგლისური სუბტიტრებით გაუშვით, რომ ინგლისური ენა ქვეყნის მასშტაბით შეისწავლონო… თემას „ახალი თაობა“ განაგრძობს: პოსტსაბჭოთა სივრცე ამ გზით უნდა გაირღვესო. როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 ათასი ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფომ შეუქცევადი ხასიათის მოდერნიზება მიიღო, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა 3 წლის განმავლობაში 10 ათასამდე ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა საქართველოშიო… - ციტირებს „ახალი თაობა“ პრეზიდენტს… თუმცა „ახალი თაობა“ საკითხის სხვა კუთხით დანახვასაც ცდილობს და სხვა ნომერში ფილოლოგ ლევან ღვინჯილიას აზრს აქვეყნებს: „ინგლისურენოვანი თაობის ჩამოყალიბება ერის გადაშენება იქნებაო”. ეს არისო მოკლე გზა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა ტერიტორიად გადაიქცესო, ამბობს ფილოლოგი… „საქართველოს ტერიტორია - საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა ტერიტორიად“... - საინტერესოა… მოკლედ, ფილოლოგი იაკობ გოგებაშვილთან ბრუნდება, რომელსაც თურმე მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში ბევრი ენის აღრევა… ფილოლოგი არ ამბობს, ან გაზეთი არ ბეჭდავს - რატომ…შესაძლოა, იგულისხმებოდეს ზედაპირულობა? თუ ფასეულობათა აღრევა? ენა ხომ, გარკვეულწილად, რაღაც ფორმაციაში შექმნილ ფასეულობათა კოდია… მოკლედ, რთული თემაა, საფიქრალად საინტერესო… ასე მგონია…
თუმცა მსგავს საინტერესო თემებს გაზეთები მცირე ფრაგმენტებად აშუქებენ… საგაზეთო სივრცის ძირითად ნაწილს სტატიები იკავებენ, სათაურით „თქვენთვის, ქალებო…“ ამ რუბრიკაში „კვირის პალიტრა“ საიდუმლოს ამხელს, თუ რატომ რჩებიან ქალები საქართველოში შინაბერებად. გაზეთი ასევე საკუთარი გამჭრიახობით უკმაყოფილო ქალბატონის სტატიას აქვეყნებს: ”უნდა მივმხვდარიყავი, ”დამტკბარი” დედამთილი მახეს რომ მიგებდა”.
”როგორი ლიდერი სჭირდება ქართველ ხალხს” - არ გვინდობს „საქართველოს რესპუბლიკა“ 17 აგვისტოს სათაურით… სხვა სათაურებს გარბენით გადაავლებ თვალს და, დაინტერესებული, მეოთხე გვერდისკენ გარბიხარ, სადაც კითხულობ: ”ქართველ ხალხს ეროვნული სივრციდან ამოზრდილი ლიდერი სჭირდება”. როგორია ეს ეროვნული სივრცე? რას ნიშნავს იგი? როგორია დღევანდელი ფასეულობანი? ამ სტატიაში მსგავს კითხვებზე პასუხის მოძიება გამიჭირდა…პასუხების ნაცვლად ისევ გაბრაზებული ციტატებია…მაშინ, როდესაც საქართველოში კვალიფიციური კადრები უხვადაა, რატომ აღმოჩნდა ქვეყნის ბედი დილეტანტების ხელში... და, მოკლედ, გრძელდება ამგვარად… ისე, სტატიის ავტორი განათლების რეფორმაში ხარვეზებს აკვირდება: ”საჯარო სკოლებში ქართული ენა, როგორც სასწავლო დისციპლინა, დაკნინდა”. ისე, „შუშანიკის“ ძირითადი ნაწილი ზეპირად ვიცოდი, „ვეფხისტყაოსნიდან“ - ბევრი სტროფი… იმედი მაქვს, ეს ცოდნა სადმე ქვეცნობიერში მაინცაა დალექილი…
”ბუჩქების თაობა” - „საქართველოს რესპუბლიკის“ 18 აგვისტოს ნომერში… ჩიფსების, ჯინსების, ახალი, დაკარგული თაობის მერე ახალი თაობა შეიქმნაო, „ბუჩქების თაობა“…მე მგონი, ცნობილი ბუჩქების ამბავს უკავშირდება პატრიოტულ ბანაკში. არ ვიცი, ავტორი ხომ ამაზე არ წერს… სტატია განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეა… 10 000 ყივჩაღი... უკაცრავად, ინგლისურის მასწავლებელიო, წერს ჟურნალისტი… არაფერი არ გვაქვს საწინააღმდეგო, ოღონდ ბავშვებს ჯერ ქართული ესწავლათო, საქართველოს ნამდვილი ისტორია ესწავლათო…მსოფლიოს ნამდვილი ისტორია ესწავლათო… ნამდვილი ყოფილა ისტორია, რომელიც საქართველოში ისწავლებოდა, სხვა ყველა ხედვა ყოფილა ტყუილი. ჟურნალისტი ეჭვის ქვეშ აყენებს ფაქტს, რომ ინგლისელები არ ყოფილან რომაელთა შთამომავალნი და მათი მითიური მეფე არტური არ ყოფილა თურმე იულიუს კეისრისა და კლეოპატრას შვილიშვილი… ხო, წერისას შიგადაშიგ ავტორი ვერ ერევა მოზღვავებულ იმედგაცრუებას... ღმერთო, შენ გვიშველეო, ან, უბრალოდ, „ღმერთო, გვიშველეო!“- წერს ფრაზებს შორის…
ვაგრძელებთ მარგალიტების ძებნას… „ალია“, 17 აგვისტოს სტატიით: ”ბებერი ჩათლახები”, გარემოვაჭრეთა აქციაზე… ჟურნალისტი ვარაუდობს: ”გავა ძალიან დიდი დრო, ვინმე განიზრახავს 21-ე საუკუნის პრესის შესწავლას, ჩაჯდება საჯარო ბიბლიოთეკის მტვრიან არქივში, გადაფურცლავს „ალიას“ ამ ნომერს, წაიკითხავს ამ სტატიის შესავალს და უთუოდ რომელიმე წარმოდგენის აფიშა ეგონება”… კი, ნამდვილად ასე იქნებაო, პასუხობს ჟურნალისტი, რადგან დღევანდელი დღე წარმოდგენას, ცირკს ჰგავსო…
დაბოლოს, „კვირის პალიტრის“ მკითხველი ესპანეთიდან წერს, მიხარია კარგ რამეს რომ გავიგებ საქართველოზე, ბევრ სამარცხვინოს ჩავდივართო აქ… ქართველი კარიკატურისტის დავით თობაძის კარიკატურა მსოფლიოს წამყვან კარიკატურებს შორის აღმოვაჩინე და გამიხარდაო… კარიკატურა: მაგიდის თავში ჩაქუჩთავიანი ადამიანი ზის ჰალსტუხით, დიდი ტელეფონით - გვერდზე… მაგიდის ბოლოში სამი ლურსმისთავიანი ადამიანია მიმჯდარი…ლურსმის თავები დახრილი აქვთ ფურცლებზე და, როგორც ჩანს, მუშაობენ.