თავდაპირველად მოგითხრობთ 1300 წელსა გადაწერილი მოქვის ოთხთავის შესახებ, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. გეტყვით იმის შესახებაც, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა თითქმის ნახევრის სიკვდილიანობის მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა. მოგიყვებით აზერბაიჯანის ავიაციის ინდუსტრიის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, მთლიანად პრეზიდენტ ალიევის ოჯახის ხელშია. ასევე, შევეცდებით ავხსნათ, თუ რა არის ინტერნეტ ნეიტრალიტეტი და რას ამბობენ მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ბოლოს კი სამგანზომილებიან კინოზეც ვილაპარაკებთ. რა არის ეს - წარმავალი მოდა თუ რაღაც უფრო მეტხნიანი?
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1