გაზეთ ”The Financial Times” -ის მტკიცებით, სამგანზომილებიანი კინოს მომავალი არც ისე ბრწყინვალეა, როგორც ეს ”ავატარის” პრემიერის შემდეგ ეგონათ. ეკრანებზე გამოდის სამგანზომილებიან ფორმატში გადაღებული ახალი ფილმები, რომელთა ნახვა მაყურებელს ჩვეულებრივ ფილმზე თითქმის ორჯერ ძვირი უჯდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მაყურებლისთვის მთავარი ისევ არა ტექნიკური ეფექტი, არამედ ფილმის ხარისხია.
მთელ მსოფლიოში სამგანზომილებიან ფორმატში გადაღებული ფილმის სეანსზე ბილეთი მაყურებელს საშუალოდ 50 პროცენტით ძვირი უჯდება, ვიდრე ჩვეულებრივზე. ”ავატარმა” ამ ტექნიკური ნოვაციის ავტორების იმედი გაამართლა - ფილმი, შეიძლება ითქვას, ტრიუმფით უჩვენეს მსოფლიოს ეკრანებზე. ამას დაემატა ”ტიტანთა ბრძოლისა” და ”ალისას” წარმატება, რაც სავსებით საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სტუდიებს სამგანზომილებიანი ფილმების მასობრივი წარმოება დაეწყოთ...ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სწორედ უხარისხო პროდუქციის მასობრივმა წარმოებამ გახადა საეჭვო 3დ ფორმატში გადაღებული კინოს მომავალი. თუმცა ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელიც სამგანზომილებიანი კინოს დიდი თაყვანისმცემელია, მიიჩნევს, რომ ასეთ ფილმებს მაინც აქვთ მომავალი.
ჩვენთან საუბარში ლაშა ბაქრაძე იხსენებს, როგორ იცვლებოდა და იხვეწებოდა ტექნიკა კინოს ისტორიაში - იხსენებს, მაგალითად, 70 მმ ფირზე გადაღებულ ფილმებს, ეგრეთ წოდებულ ფართოფორმატიან კინოს, რომლის იდეა ტელევიზიასთან კონკურენციის პროცესში დაიბადა... მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ასეთი ფილმების გადაღება ძვირი ჯდებოდა და ყოველთვის არ ამართლებდა - გრანდიოზული ეკრანი, უბრალოდ, არ უხდებოდა კამერულ ფილმებს.
”ავატარის” გარდა, სხვა ასეთი ფილმებიც მინახავს, - გვითხრა ლაშა ბაქრაძემ, - მაგრამ სხვა ფილმებში გაუგებარია, რატომაა გადაღებული ამ ფორმატში. დღევანდელი ტექნიკური განვითარება, უბრალოდ, საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი კინოს გვერდით იყოს კინო იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც მიეჩვია თამაშს კომპიუტერში.”
ახალგაზრდები და ”კომპიუტერის თაობა” - ლაშა ბაქრაძის თქმით, სამგანზომილებიანი კინოს იდეა დაიბადა არა თანაარსებობის ეფექტის გაძლიერების და არა ტელევიზიასთან კონკურენციის გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ საჭირო გახდა კომპიუტერული თამაშების მოყვარული ახალგაზრდების დაინტერესება კინოთეატრებით და კინოთი. პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდებს არ შეუძლით სამგანზომილებიანი ფილმის სეანსზე ბილეთის შეძენა - ბილეთისა, რომელიც, სპეციალისტების აზრით, ხელოვნურადაა გაძვირებული. რაც შეეხება იმათ, ვისაც ფილმის ნახვა კინოთეატრში, დიდ ეკრანზე უყვართ, ლაშა ბაქრაძის თქმით, ამ ხალხს შეიძლება შევთავაზოთ სამგანზომილებიან ფორმატში გადაღებული სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, ფანტასტიკა, ეგრეთ წოდებული ”სამოგზაურო ფილმები”, მაგრამ არაა აუცილებელი ყველაფერი ამ ფორმატში ვაწარმოოთ.
პერსპექტივებზე საუბარი ჯერ ადრეა - მით უმეტეს, რომ მსოფლიოში კიდევ დიდხანს იქნებიან ტრადიციული კინოს მოყვარულები... ამას თავად კინოს ისტორია ამტკიცებს: ტექნიკა მრავალჯერ შეიცვალა - ხან სტერეოკინო გაჩნდა, ხანაც ფართოფორმატიანი კინო, ხანაც პანორამული... მაგრამ ”კლასიკურ ეკრანს” ამით არაფერი დაუშავდა.