რუსეთის პრეზიდენტის ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ერევანში გაფორმდება შეთანხმება სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესახებ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქალაქ გიუმრის მახლობლად მდებარე 102-ე სამხედრო ბაზას იქ დარჩენის 49-წლიანი ვადა მიეცემა. ამასთან, ერევანს მოსკოვის ახლებური მფარველობისა და თანამედროვე სამხედრო სტანდარტებით შეიარაღების იმედიც აქვს. რატომ ჩქარობს სომხეთი მოქმედი შეთანხმების გახანგრძლივებას და რას ნიშნავს ყოველივე ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის?
25-წლიან სამხედრო შეთანხმებას, რომელიც ერევანში დმიტრი მედვედევის ვიზიტის კვალდაკვალ გახანგრძლივდება, ჯერ კიდევ მოქმედების 10-წლიანი ვადა აქვს დარჩენილი და ის, წესით, 2020 წელს იწურება. მაგრამ ერევანმა და მოსკოვმა, ასე ვთქვათ, ათვლა თავიდან დაიწყეს და 1995 წელს დადებული შეთანხმების ვადის 49 წლამდე გახანგრძლივება განიზრახეს. შესაბამისად, მარტივი არითმეტიკის მიხედვით, გიუმრის ბაზად წოდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა იქ არა 2020 წლამდე, არამედ 2044 წლამდე დარჩება. მოსკოვი ირწმუნება, რომ ამ აშკარა აჩქარებას არავითარი მიზეზი არა აქვს. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მხარეები ამ ნაბიჯს მხოლოდ თავ-თავიანთი გრძელვადიანი გეგმების დასაწყობად დგამენ. 19 აგვისტოს სომხეთის საზოგადოებრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ლავროვი ამბობს იმასაც, რომ შეთანხმების პირობები არანაირად არ იცვლება, თუმცა, თუკი რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე 18 აგვისტოს გამოსულ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს მოვუსმენთ, გასაგები ხდება, რომ ერევანს ხელშეკრულების გახანგრძლივების პროცესიდან სამხედრო სარგებლის მიღების იმედიც აქვს:
"იქნება უფრო ზუსტი ფორმულირება იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვის გარდა, უზუნველყოფს აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ამ მიზნების მისაღწევად, რუსეთის მხარე დაეხმარება სომხეთს შეიარაღებითა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვაში."
ნალბანდიანის მიერ დახატული პერსპექტივა საკმაოდ სახიფათოდ ეჩვენება უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ერევანი შეიძლება ვეღარ შეეწინააღმდეგოს გიუმრის ბაზის საომარ შესაძლებლობათა საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას. ამასთან, სესიაშვილი ლაპარაკობს რუსეთის სურვილზე - შექმნას ”სამხრეთის სტრატეგიული მმართველობის ახალი სამხედრო მიმართულება”:
"ამ სამხრეთ მიმართულებაში შევა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალები; ასევე სომხეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შავი ზღვისა და კასპიის აკვატორიაში არსებული გარკვეული სამხედრო ძალები... თუკი ამ მიმართულებით რაიმე კონფლიქტები წარმოიქმნება, ამ შემთხვევაში რუსეთი აამოქმედებს ამ ერთიან სამხედრო ძალას. ეს კი საფრთხის შემცველია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ზოგიერთი მეზობლისთვის..."
სესიაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის გეგმები რეგიონალურ ფარგლებს შორდება და ისინი ნატოს საპირწონე სამხედრო ერთობის ჩამოყალიბების სურვილით არის ნაკარნახევი. ამ ახალ სამხედრო ერთობაში, პოლიტოლოგის ვარაუდით, შესაძლოა გაერთიანდეს ყველა ის ქვეყანა, რომელსაც მტრად მიაჩნია შეერთებული შტატები - მათ შორის, მაგალითად, ვენესუელა და ნიკარაგუა, რომლებმაც თავის დროზე რუსეთს მიბაძეს და აღიარეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.
რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთი სამხედრო პერსპექტივის ფარგლებში რუსეთმა მიაღწიოს და სომხეთს აღიარებინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა? გავიხსენოთ, რომ მანამდე ერევანმა არაერთხელ უგულებელყო კრემლის მსგავსი მოთხოვნები. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სომეხმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ ისკანდერიანმა, ერევანი თბილისთან ურთიერთობის გაფუჭებას მომავალშიც მოერიდება და მთავარ ფაქტორს ამ შემთხვევაში ეკონომიკა წარმოადგენს:
"საქართველოს გავლით მოძრაობს სომხეთის ექსპორტ-იმპორტის დაახლოებით 70% პროცენტი და საქართველოს პორტები პრაქტიკულად სომხეთის პორტებს წარმოადგენს... სწორედ ამ პორტებიდან შემოდის სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთები ევროპიდან და რუსეთიდანაც... ასე რომ, მეზობელ საქართველოსთან წაჩხუბება, მესამე ქვეყნის გამო, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან არასწორ ნაბიჯად ჩაითვლებოდა..."
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ”მესამე ქვეყანას” ერევანი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და კიდევ უფრო ახალი ძალებით მიიწევს კრემლთან სამხედრო დაახლოების გზაზე. ანალიტიკოსები ამ საკითხს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტშიც განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან სამხედრო თვალსაზრისით კიდევ უფრო დაახლოებული ერევანი მთიან ყარაბაღზე მეტი გავლენის შენარჩუნებას შეძლებს.