რუსეთის აგენტი, ჩეხი რობერტ რაჩარძო, რომელიც ჩეხეთის ციხეში ფსიქოლოგად მუშაობდა, გასულ წელს გაუჩინარდა. ფიქრობენ, რომ რუსეთში იმყოფება, თუმცა გაუჩინარებამდე ის დაუმეგობრდა არმიის მაიორს - ქალს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალჩინოსანი სამხედრო პირის თანაშემწედ მუშაობდა. ამის შესახებ გასულ კვირას ჩეხურმა გაზეთმა „მლადა ფრონტა დნესმა“ დაწერა. არ არის ცნობილი, რა ინფორმაცია შეიძლება მოეგროვებინა აგენტს, თუმცა სამივე გენერალი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
ჩეხეთში ეს ამბავი ცოტას თუ გაუკვირდა. კარელ რანდეკი, ჩეხეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხემძღვანელი, ამბობს, რომ ახალი ინფორმაცია მხოლოდ ამყარებს იმას, რაც ჩეხეთში ისედაც ცნობილი იყო.
ჩეხეთის დაზვერვა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, პრაღაში მომუშავე რუსეთის დიპლომატიური კორპუსის მესამედი მაინც ჯაშუშია. ანუ ეს მინიმუმ 60 ადამიანი გამოდის. კონტრდაზვერვის სერვისი ბოლო მოხსენებაში ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახური აგრესიულად მუშაობს და რომ ის მზარდია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.
მოსკოვში მცხოვრები სამხედრო ექსპერტი ალექსანდერ გოლცი ამბობს, რომ რუსეთის მთავრობა უფრო და უფრო ენდობა შპიონაჟის გზით მიღებულ ინფორმაციას. ის ამბობს, რომ ეს ქვეყნის ლიდერების მენტალიტეტიდან გამომდინარეა - განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ პუტინისა, რომელიც კაგებეს ოფიცერი გახლდათ. მან თქვა: „ვლადიმირ პუტინის მსოფლმხედველობით, არაფერია მართალი, რაც კი საჯაროდ ითქმება. სიმართლე ფარულია და მისი გამჟღავნება მხოლოდ სპეციალური ხერხებითაა შესაძლებელი.“
თუმცა ძველმოდური შპიონაჟი მხოლოდ ნაწილია სტრატეგიისა, რომლითაც მოსკოვი ჩეხეთის რესპუბლიკაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. ჩეხი ჟურნალისტი იაროსლავ პლესლი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი იარაღი მაინც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიებია, კომპანიები, რომლებიც სრულიად ლეგალურად ლობირებენ რუსეთის ინტერესებს - განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.
მართლაც, ჩეხეთში გაზის დისტრიბუციის ბაზრის 12 პროცენტი „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებად კომპანიას ეკუთვნის. რუსეთის „ლუკოილმა“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელი შეიძინა და, როგორც ამბობენ, ქვეყნის ნავთობსადენის ქსელზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. კრემლი ასევე ცდილობს გადასწვდეს სფეროს, რომელიც მანამდე ჩეხეთის ენერგოდამოუკიდებლობის საფუძვლად მიიჩნეოდა - ატომურ ენერგიას. რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული კომპანია მონაწილეობას იღებს ტენდერში ორი ატომური სადგურის ასაშენებლად და ისეთი პირი უჩანს, რომ გაიმარჯვებს კიდეც.
თუმცა პლესლი ამბობს, რომ რუსეთის ინტერესების გაზრდას, შესაძლოა, ერთმა ფაქტორმა შეუშალოს ხელი - ამ წლის დასაწყისში ჩეხეთმა ახალი მთავრობა აირჩია. მემარჯვენე ცენტრისტი პეტრ ნეჩასი მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ და, როგორც ჩანს, უფრო სერიოზულად ებრძვის მოსკოვის გავლენის გაზრდას, ვიდრე მისი წინამორბედები. პლესლი ამბობს, რომ ვიდრე ქვეყნის სათავეში ნეჩასია, უფრო ხშირად გავიგებთ ხოლმე რუსეთის გეგმების შესახებ ჩეხეთში და, სავარაუდოდ, რუსეთის ჯაშუშებიც კიდევ გამოჩნდებიან.