საქართველოში ივლისის დასაწყისში დატრიალებულმა ახალმა „სამთავრობო კარუსელმა“ თავმჯდომარის გარეშე დატოვა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია - სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს სამხედრო რეზერვის მობილიზებასა და გაწვრთნაზე. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის ნომენკლატურული ვაკანსია, ალბათ, უხმაუროდ და უმტკივნეულოდ შეივსება, თუმცა დიდი ხმაური და დაპირისპირება ელოდება სამხედრო რეზერვის სამსახურის თაობაზე შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს, რომელიც საყოველთაო მილიტარიზმის სულისკვეთებითაა ნაკარნახევი.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შემოდგომიდან სამხედრო რეზერვის მომზადება უნდა განახლდეს. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს ასეთი დირექტივა მიღებული აქვს და მომზადებული აქვს სამი ბაზა - ერთი თბილისში, ერთი სენაკში და ერთიც კახეთის რეგიონში.
დირექტივა და სურვილი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რა კატეგორიის მოქალაქეებს შეეხება სარეზერვო შეკრება, რატომ უნდა იყოს იგი საყოველთაო ხასიათის და სჭირდება თუ არა ქვეყანას მასობრივი რეზერვი, რომელმაც ერთხელ უკვე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, არ გაამართლა არც ორგანიზაციულად და არც ხარისხობრივად.
ერთადერთ საინფორმაციო წყაროდ რჩება საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წევრებიც სამხედრო რეზერვის შესახებ მომზადებულ შესწორებების პროექტებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ შეცდომებზეც კი ვერაფერი ისწავლა, კვლავ მასობრივი სამხედრო რეზერვის იდეას უბრუნდება.
„ფაქტია, რომ ისევ [ხდება] მიბრუნება იმ მოდელთან, რომელმაც არ გაამართლა, პირიქით, ხელისშემშლელი აღმოჩნდა მთლიანად შეიარაღებული ძალებისათვის,“ - ამბობს ლალიაშვილი და იხსენებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებს. „აი, ამას ვუბრუნდებით უკან და მივიღებთ იმას, რომ ამას არ ექნება პროგრესი. პირიქით, ამას სჯობია, რომ საერთოდ არ გქონდეს რეზერვი. ეს იქნება ისევ ტოტალური მილიტარიზაცია, ისევ იმის მცდელობა, რომ არავინ არ გაუშვას თავისი შვილი რეზერვში და ასე შემდეგ. ამ ომმა დაგვანახვა, რომ ამ სქემამ არ იმუშავა და არც იმუშავებს.“
ნიკა ლალიაშვილის მსგავსად, სამხედრო რეზერვის კანონში შესატან ცვლილებების პროექტს გაცნობილია დამოუკიდებელი ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი. ორგანიზაციამ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა და პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის აპარატის წევრებს გააცნო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სამხედრო რეზერვის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, თავდაცვის სამინისტროსა და დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული, კანონის არაერთ მოთხოვნასა და ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს.
„კანონპროექტი არ იყო შეჯერებული არც სახელმწიფო და არც არასახელმწიფო სექტორთან, ექსპერტებთან. კანონპროექტში საერთოდ არ იყო ნახსენები რეზერვის სახეები, განმარტებით ბარათში საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, თუ წელიწადში რამდენი რეზერვისტის გაწვევას აპირებს თავდაცვის სამინისტრო“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, საქართველოში სამხედრო რეზერვში გაწვევას შესაძლოა ექვემდებარებოდეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე. „მაგრამ ყველაზე დიდი გაუგებრობა ის გახლდათ, რომ ამ კანონპროექტში არ იყო გათვალისწინებული გადავადებისა და გათავისუფლების მექანიზმები.“
თავდაცვის სამინისტროსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა ჯგუფის (თოდრია, კუკავა, ქუთათელაძე) მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების დისკრიმინაციული არსი შეუმჩნეველი არც თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დარჩენიათ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა, მაგალითად, პარლამენტს კატეგორიულად მოსთხოვა უკან გაეწვიათ საჯარო სამსახურის კანონში შესატანი ცვლილება, რასაც საყოველთაო რეზერვის ინიციატორები ასევე მოითხოვდნენ.
„ პირველი იყო ის, რომ სამხედრო რეზერვის გავლის შედეგად, სამსახურში მიღებისას, რეორგანიზაციისას ან შტატების შემცირებისას რეზერვგავლილ ადამიანს ენიჭებოდა უპირატესობა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ რეზერვის სამსახური სავალდებულოა მხოლოდ მამაკაცებისთვის 27-დან 40 წლის ასაკში, ავტომატურ რეჟიმში ქალების დისკრიმინაცია გამოდიოდა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ხათუნა გოგორიშვილმა.
საბოლოო ჯამში, პარლამენტმა სამხედრო რეზერვის შესახებ მომზადებული სადავოდ ქცეული კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ როგორი სახით დაბრუნდება იგი პარლამენტის კედლებში და როგორ შემოუბრუნდება საყოველთაო და ტოტალური რეზერვის იდეა საქართველოში მცხოვრებ პოტენციურ რეზერვისტებს, ჯერჯერობით არავინ იცის.