ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს უფლება ექნება გაასაიდუმლოოს ინფორმაცია საერთაშორისო სასამართლოებში თუ უცხო ქვეყნების სასამართლოებში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით. აკრძალვა შეეხება, მაგალითად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ ჰააგის ტრიბუნალს. დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაზე ლაპარაკობს ირაკლი ალასანიას პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკტრატები.” რა არგუმენტები აქვთ თავად პროექტის ავტორებს?
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მე-5 მუხლში შესატანი ცვლილებების მიღმა ”თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამო ”ტოტალურ აკრძალვას” ხედავენ. აკრძალვის არსს სტრასბურგის სასამართლოს მაგალითზე განიხილავს პარტიის გამგეობის წევრი თეა წულუკიანი:
”დავის საგანი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დასმული შეკითხვები, ამ შეკითხვებზე მთავრობის მიერ გაცემული პასუხები, სხდომათა თარიღები, სხდომების მთავრობის ინიციატივით გადადების მოტივები და სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია - ყველაფერი ეს ხდება ხელმიუწვდომელი საზოგადოებისთვის.”
თეა წულუკიანს, ირაკლი ალასანიას თანაშემწეს ადამიანის უფლებათა საკითხებში, სტრასბურგის სასამართლოში იურისტად მუშაობის 10-წლიანი პრაქტიკა აქვს და მისთვის ნათელია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო აკრძალვა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს. ეს სწორედ ის მუხლია, რომელიც იცავს საჯარო ინფორმაციის მიღების თავისუფლებას საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის. შეზღუდვა კი შეეხება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია, მაგალითად, ეროვნულ და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან, დანაშაულის აღკვეთასთან, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვასთან თუ საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებასთან. ამ პრინციპებიდან გამომდინარე და იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ამჟამადაც აქვს უფლება არ გაამჟღავნოს სახელმწიფო, პირად თუ კომერციულ საიდუმლოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. მაშინ რას ემსახურება სახელმწიფოს მიერ მეტი ინფორმაციის გასაიდუმლოების სურვილი? ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი თეა წულუკიანი 2 სავარაუდო მიზეზს ასახელებს:
”ერთი, რომ სახელმწიფომ მოიპოვოს სრული მონოპოლია და, მარტივად რომ ვთქვათ, თავი არ აიტკიოს ამ ინფორმაციის გარშემო საჯარო მსჯელობით... და მეორე, რომ აღმასრულებელი ორგანოების შესაბამის განყოფილებას თავიდან ააცილოს (მათი გაგებით) უსარგებლო შრომა და კომფორტში ამყოფოს. მაგრამ ეს კომფორტი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას... ”
განსხვავებულია თავად ამ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლაშა თორდიას არგუმენტები. ის დარწმუნებულია, რომ ცვლილებები არ ეწინააღმდეგება არანაირ საერთაშორისო ვალდებულებას, საჯარო ინფორმაციის მიღება პრობლემა არ იქნება მხარეებისთვის, თუმცა სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის თავისი პოზიციის საჯარო დისკუსიის საგნად ქცევა.
კი მაგრამ - რატომ უნდა დაიმალოს სახელმწიფოს პოზიცია?
”იმიტომ, რომ პოზიცია წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი, თუ რა პოზიციაზე დგახარ... რასაც იცავ, ის რომ არ გახდეს საჯარო დისკუსიის თემა... ეს ცნობილი არ უნდა იყოს, რადგანაც ეს ხდება სასამართლო პროცესის დროს, სანამ მიმდინარეობს დავა... თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ყველამ თავისუფლად ისაუბროს ამ საკითხებთან დაკავშირებით... ”, - ამბობს ლაშა თორდია, თუმცა არ განმარტავს, რა ტიპის უარყოფითმა გამოცდილებამ გახადა აუცილებელი ასეთი აკრძალვის დაწესება.
მსგავსი არგუმენტები გაუგებარია ”თავისუფალი დემოკრატებისთვის”. მათთვის სწორედ ის წარმოადგენს პრობლემას, რომ, თუკი აკრძალვა დაკანონდება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები თუ დამოუკიდებელი მკვლევარები ვეღარ მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და ვეღარ გახდიან მას საზოგადოების ბჭობის საგნად.
ალასანიას პარტია პარლამენტში თავისი წარმომადგენლის დეპუტატ გია ცაგარეიშვილის დახმარებით აპირებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტს უახლოეს მომავალში დასაბუთებული შენიშვნები მიაწოდოს, ხელი შეუშალოს ცვლილებათა დაკანონებას და თავიდან აარიდოს საქართველოს სახელმწიფოს შემდგომი მარცხი სტრასბურგის სასამართლოში, რადგან, როგორც თეა წულუკიანი ამბობს, მომავალში გამარჯვების ძალიან დიდი პერსპექტივა ექნება საჩივრებს, რომლებიც ამ აკრძალვებთან დაკავშირებით შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში შევიდეს. ეს კი, საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გარდა, კომპენსაციების გადახდის კუთხით, საკმაოდ საზარალო შეიძლება გახდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც.