ახალი “იზმი” იბადებაო, ეჭვობს ქართული პრესა, სტალინის ძეგლის ჩამოგდების პარალელურად. „ახალი თაობა“, მაგალითად, ვარაუდობს, ძეგლს უკვე თბილისში მიხეილ სააკაშვილს დაუდგამენო. ამ აღმოჩენის კვალდაკვალ სტალინის ძეგლის ჩამოგდებამ სხვა ამბებიც ამოატივტივა. მაგალითად, ბეჟან ხურციძეს სახლში სტალინის ნაქონი ჩიბუხი ჰქონია, მიხეილ სააკაშვილს კი ფრენა სცოდნია - ყოველ შემთხვევაში, „საქართველოს რესპუბლიკის“ წინა გვერდზე ჰაერშია გამოსახული მისი განრისხებული სახე გორის მოედანზე. არგუმენტი აქეთა და იქითა მხარეს ბევრია. „რეზონანსი“ ჰყვება, როგორ არ მისცეს ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს იქითა მხარის გადაღების საშუალება ძეგლის ჩამოღების პროცესში. იქითა მხარეში იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც სტალინის ძეგლის ჩამოგდებას, რბილად რომ ვთქვათ, არ ეთანხმება, თუმცა ამ არდათანხმებას ხშირად საკმაოდ განსხვავებული არგუმენტაცია აქვს. ერთი სიტყვით, საკმაოდ ფრაგმენტულად, მაგრამ პრესაში მაინც შეიმჩნევა ამ სიმბოლიკის უკან მდგარი ფასეულობების შეფასება-გადაფასების ნიშნები. კითხულობენ, ფრანგებს ნაპოლეონი რომ არ დაეფასებინათ, სწორი იქნებოდაო? იხსენებენ აგვისტოს ომს და სტალინიზმის კავშირს ამ მოვლენასთან და წერენ იმ მონუმენტზე, რომელიც ამ ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება გორის მთავარ მოედანზე. საუბრობენ სტალინის როლზე ფაშიზმის დამარცხებაში. საბოლოო ჯამში, ქართულ პრესაში არგუმენტაცია რუსეთის ფაქტორით განისაზღვრება - პროაქეთა ან პროიქითა, ძეგლის ორ მხარეს მდგომი საზოგადოება რუსეთთან კავშირის მომხრე ან მის მოწინააღმდეგე ბანაკებად იყოფა.
რუსეთის ფაქტორი და შეთქმულებების თემა კვირის დასაწყისიდან წამოიწია ქართულ მედიაში დასავლურ პრესაში დაბეჭდილი სტატიების ფონზე. “ქართული ოპოზიციური შეთქმულების გერმანული ვერსია”, - წერს “რეზონანსი” 23 ივნისს. გაზეთი ავსტრიული პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ოპოზიციის მხრიდან გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობებზე წერს. ამის პარალელურად პრესა ყურადღებით აკვირდება ოპოზიციურ გადაჯგუფებებს და ფრაგმენტულად ახალი იდეების აღმოჩენას ახდენს. მაგალითად, “კვირის პალიტრა” საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან. მართალია, გაზეთი მას ფსიქოლოგად მოიხსენიებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. შათირიშვილი ფუნდამენტურ პრობლემებზე საუბრობს, მერაბ მამარდაშვილს ციტირებს და ასკვნის, რომ სახელმწიფოებრიობის შექმნა ჯერჯერობით საქართველოში ვერ მოხერხდა და ეს მხოლოდ იმიტაციისა და ფორმის დონეზე ხდება. ამოსავალი, შათირიშვილის აზრით, შიდაგანვითარებაა. იგი ილია ჭავჭავაძეს ციტირებს: “ილია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობდა, საუკუნეების განმავლობაში მტერი ხმლით მოდიოდა და ჩვენც ხმლით ვხვდებოდით. ახლა დროა, ხმალი გვერდზე გადავდოთ, რადგან მტერი გარჯით მოდის და ჩვენც გარჯით შევეგებოთო”. შათირიშვილი ამატებს: “ილიას ნათქვამს უნდა მივყვეთ და ავამოქმედოთ ის ინტელექტუალური პოტენციალი, რაც არის ქართველ ხალხში”. შათირიშვილი საუბრობს საქართველოდან გადინებულ გონებაზე, ადამიანებზე, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ. მისი აზრით, სწორედ მათთან ერთად უნდა მოხდეს ფასეულობათა ფორმირება და სამოქმედო პროგრამის გაწერა, რომლის გარშემო საზოგადოების კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეასრულებენ პოლიტიკოსები, შათირიშვილის აზრით, საზოგადოების დაკვეთას: “პოლიტიკოსები იქნებიან მხოლოდ ინსტრუმენტი და იარაღი ჩვენს ხელში. სანამ პოლიტიკოსები არ იქცევიან საზოგადოების იარაღად, ვერ ვიტყვით, რომ ქართველი საზოგადოება ჩამოყალიბდა”, ასკვნის ზაზა შათირიშვილი “კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში.
სოზარ სუბარი იდეებისა და ხმაურის ნაკადში გარღვევას ცდილობს “ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში. სუბარი ემოციური ფონის უშედეგობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბალანსის შესაქმნელად ახალი ძალის ფორმირებას რაციონალური დაგეგმვა და სერიოზული სამოქმედო გეგმა სჭირდება. უნდა ვიცოდეთ, რა იქნება ზეგ და მაზეგო, ამბობს იგი. აქედან გამომდინარე, სუბარს აჯანყების მსგავსი პროტესტის ფორმები უშედეგოდ და, პირიქით, ქვეყანაში კრიზისის გამომწვევად მიაჩნია, თუმცა ის საუბრობს დაუმორჩილებლობის სხვა ფორმებზე, რადიკალურ აქციებზე სხვადასხვა სფეროში. ინტერვიუში ვითარდება აზრი, რომ ძალაუფლების ერთი ჯგუფის ხელში დიდი ხნით აკუმულირება შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს.
“თქვენ ყირგიზეთი ახსენეთ და მინდა ამ თემასაც შევეხოთ. ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფერადი რევოლუციებით მოსულ ქვეყნებს იგივე ელით, რაც ყირგიზეთში მოხდა”, თქვენ რას იტყვით ამაზეო, - ეკითხება სუბარს ჟურნალისტი
და სუბარი უპასუხებს:
”აგერ გვაქვს უკრაინის მაგალითი, სადაც ეს არ მოხდა და უკრაინა იმით განსხვავდება ყირგიზეთისა და საქართველოსგან, რომ უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ მართლა სცადა დემოკრატიის დამყარება თავის ქვეყანაში, პატიოსნად წავიდა სახლში.”
ამ აზრის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმავე “კვირის პალიტრაში” ამბობს:
“მაგალითად, ჰერმუტ კოლის დროს ქრისტიან- დემოკრატები გერმანიაში 17 წელი მართავდნენ ქვეყანას, ასე რომ, თუ ხელისუფლება ყველა არჩევნებზე არ იცვლება, საგანგებო და არაბუნებრივი არაფერია.”
დავით ბაქრაძე საზოგადოების შესახებაც ლაპარაკობს: “ჩვენ იმდენად თავისუფალი საზოგადოება გვყავს, წარმოუდგენელია ვინმემ საქართველოში ცენზურა შემოიღოს, პრესა და თავისუფალი აზრი შეზღუდოსო.” აქედან გამომდინარე, დავით ბაქრაძე ოპოზიციას რაციონალური საარჩევნო ბრძოლისკენ მოუწოდებს თავისუფალ სივრცეში თავისუფლად ინფორმირებულ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად: “რევოლუციები საუკუნეში ერთხელ ხდება. გადატრიალებები, სამოქალაქო ომი და სისხლის ღვრა საკმარისად ვნახეთ საქართველოში. ამის გამეორებას არ დავუშვებთ. ამიტომ ყველა პოლიტიკოსისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია”, ამბობს დავით ბაქრაძე “კვირის პალიტრის” ფურცლებზე.