დღევანდელ გაზეთებში ბევრგან შეხვდებოდით სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაასახელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მერობის კანდიდატად - უფრო სწორად, თუ ვის არ დაასახელებდა. ”უგულავა, მაჭავარიანი თუ ცისკარიშვილი? ვინ იქნება ნაციონალების მერობის კანდიდატი?” - კითხულობდა ”ახალი თაობა”. ”კვირის პალიტრა” კი პირველ გვერდზე წერდა, ”სულ მალე ”ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერობის კანდიდატად პეტრე ცისკარიშვილს დაასახელებსო”. ბუნებრივია, ხვალიდან გაზეთები ამაზე აღარ იმსჯელებენ.
თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს გასტანს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა დაპირისპირება სახელისუფლებო წრეებში. ეს უკვე რამდენიმე კვირაა ქართული პრესის მთავარი სამსჯელო თემაა. ”მთელი კვირა” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ამბობს, დაძაბულობის ილუზიას თავად ხელისუფლება ქმნის, რათა არჩევნების დროს დაძაბულობა შემოიტანონ და ამომრჩევლებს მათ სასარგებლოდ მიაღებინონ გადაწყვეტილებაო. ”აი, ახლა ხომ დაძაბულობაა, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა იქნება, თუ ხმას არ მისცემ ხელისუფლებას, აი, ასეთ განწყობას ქმნიან”, - უთხრა „მთელ კვირას“ პაატა ზაქარეიშვილმა.
დაძაბულობის იმიტაციის შექმნაზე ლაპარაკობს ქუთაისის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ის ერეკლე კოდუას ჩამოქვეითებაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, ”გამორიცხული არ არის, სპეციალურად შექმნან მითი, თითქოს ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და კოდუა კიდევ ერთი ბინძური საქმის შემსრულებლად გამოიყენონ. ასე იყო მაშინაც, როდესაც ბადრი პატარკაციშვილს შეუგზავნესო”, - უთხრა შალვა ხაჭაპურიძემ ”კვირის პალიტრას“.
სხვათა შორის, ამ ინტერვიუს შესავალში ავტორი ასეთ პროგნოზს აკეთებს: ”ერეკლე კოდუას ჩამოლაბორანტება მხოლოდ აისბერგის წვერია. თავად აისბერგი კი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. იმასაც ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ გიგი უგულავა ოპოზიციაში გადასვლას აპირებს”, წერს ავტორი და ამ ფრაზას კითხვისა და ძახილის ნიშნებით ასრულებს.
”კვირის ქრონიკა” დღეს, ისევე როგორც სხვა დროსაც, პირველ გვერდზე აქცენტს საერო ხელისუფლების არასაკმარის ეკლესიურობაზე აკეთებს და შესაბამისი ამონარიდები მოჰყავს სტატიებიდან. ”სატანა რომ დავსვით ქვეყნის სათავეში, ურწმუნო, არაეკლესიური, ყველაფრის ღირსები ვართ” - ასეთია ერთი ციტატა, რომლის ავტორიც ლეილა გაფრინდაშვილია. მას გაზეთი სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელად მოიხსენიებს.
ასევე პირველ გვერდზე, მოწინავე სათაურად ასეთ ფრაზას შეხვდებით: ”გადაეცით ეს ქართველ მართლმადიდებლებს რუსი მართლმადიდებლების სახელით. იგი ვერც საქართველოს და, მით უმეტეს, ვერც რუსეთს ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ სრული არარაობაა.“ „იგი“-ში მიხეილ სააკაშვილი იგულისხმება, ფრაზა კი რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს ეკუთვნის. გრძელი ინტერვიუა მასთან „კვირის ქრონიკაში“. აქვე გაგაცნობთ შეკითხვას, რომელსაც ჟურნალისტი უსვამს რუს რესპონდენტს: ”თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოპოზიცია საშიში არ გახლავთ სააკაშვილისთვის და იგი ასე მშვიდად იმიტომ განაგრძობს ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებას?“ და კიდევ ერთი რეპლიკა ჟურნალისტისა: „იცით რა, მაქსიმ, თქვენგან კეთილი სიტყვები ათმაგად სასიამოვნოა, რადგან საქართველოზე, ცოტა არ იყოს, ნაწყენი უნდა ბრძანდებოდეთ. ჩვენ, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა, აღშფოთებული და შეურაცხყოფილები ვიყავით, როცა თბილისის აეროპორტიდან უცერემონიოდ გაგაბრუნეს უკან.” ინტერვიუს მაქსიმ შევჩენკოსთან ”კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ