თებერვალში თბილისს სტუმრობდნენ ცნობილი რუსი დისიდენტები, მათ შორის ვალერია ნოვოდვორსკაია და ვლადიმირ ბუკოვსკი. ისინი მონაწილეობენ ”წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში, რომელიც საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ისტორიას ეძღვნება.
რისთვის იბრძოდა ეს ხალხი და როგორ ებრძოდა მათ საბჭოთა ხელისუფლება? რას აკეთებენ საბჭოთა დისიდენტები დღეს? როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს პუტინის რუსეთში?