ორშაბათს გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ თქვა: ” საქართველოში იარაღითა და სისხლიანი რევოლუციებით რამის შეცვლაზე ნურავინ ლაპარაკობს. არა მარტო იმიტომ, რომ ეს დაუშვებელი და საშიშია, ეს შეუძლებელია - აქ ამის რესურსი არ არსებობს. გარედან ამის განხორციელება არც არავინ უნდა ინატროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ღუპავ. საჭიროა აქტიური ნაწილის კონსოლიდირება მთელი საქართველოს მასშტაბით და არამხოლოდ თბილისში. ამ ხელისუფლებას ფეხის დასადგმელი ადგილი უნდა ამოვუკვეთოთ. ის უნდა გახადო ქმედობაუუნარო. ამის მერე მიმართო მთელ მსოფლიოს, რომ ხელისუფლება არ ფუნქციონირებს... აქამდე უნდა მივიყვანოთ საქმე, თუმცა გააჩნია, რისი თავი გვაქვს”, - განაცხადა კახა შარტავამ.
მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში ქართული პრესის მთავარი თემა სწორედ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის მცდელობისა თუ განხეთქილებათა მიზეზების კვლევა იყო.
მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები. „რეზონანსი“ წერდა, რომ კვლევებს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან-დემოკრატები” ხდიან საჯაროს, ხოლო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მათი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს და გამოკითხვას არ ენდობა... ”ნაცმოძრაობაში აცხადებენ, რომ ყველაზე უკეთესი შედეგი მათ აქვთ - სექტემბერში გამართულ მსგავს კვლევასთან შედარებით, მათი მონაცემები ყველა მიმართულებით გაიზარდა, მათ შორის თბილისშიც, და დედაქალაქის მოქმედ მერ გიგი უგულავას 48%-იანი რეიტინგი აქვს”, - წერდა „რეზონანსი“.
“ჩვენ ამას არ ვენდობით და საერთოდ არ განვიხილავთ. ეს არის ამერიკის მთავრობის პროპაგანდისტული იარაღი და სოციოლოგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - უთხრა კახა კუკავამ გაზეთს. – „ალიანსში“ რეიტინგებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ მათი რეიტინგი 30 მაისს გამოჩნდება, - წერდა „რეზონანსი“.
მომდევნო დღეს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ ”ყველა სიახლეს” უთხრა: “თბილისელებმა უნდა შეიგნონ, რომ დღეს, როგორც არასდროს, მათ ხელშია ქვეყნის მომავალი და მისი წართმევის უფლება, მიუხედავად აშკარა შანტაჟისა, არავის უნდა მისცენ. ყველა ამომრჩეველს ვეტყვი, რომ მათი ხმების კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ და, კიდევ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 30 მაისს რაც შეიძლება მეტი თბილისელი გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე... ხელისუფლება კი, პირიქით, გააფთრებით ცდილობს, არჩევნებში მონაწილეთა რიცხვის შემცირებით 30-პროცენტიანი ბარიერის ნიშნული დასწიოს.” - ეს ირაკლი ალასანიას კომენტარი გახლდათ.
მომდევნო დღეს კი „ალიანსი საქართველოსთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, რომ მზად არის დათმოს თავისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ” ჩვენ ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და ქვეყანა გადარჩეს, მაგრამ, ამავე დროს, ყველა პარტიას აქვს თავისი ინტერესი და მათი ინტერესიც უნდა დაკმაყოფილდეს. ამიტომ მე გამოვდივარ წინადადებით, რომ ურთიერთდათმობების ფონზე მივაღწიოთ ყველასთვის მისაღებ ფორმულას”, - უთხრა სოზარ სუბარმა „ახალ თაობას“. ამ განცხადებას პრესაში აქტიური განხილვა და კომენტარები მოჰყვა.
“სუბარის შეთავაზება გაჩეჩილაძის შემდეგ პირველმა გოგი თოფაძემ მიიღოო“, - ვკითხულობთ შაბათის ”რეზონანსში ”. გაზეთი ასევე წერს, რომ სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და გოგი თოფაძე კონსულტაციებს მართავენ.
“თუ “ეროვნული საბჭო”, „ალიანსი“ და “მრეწველები” კონკრეტული გამარჯვების ფორმულაზე შეთანხმდებიან, მე სულ ბოლო ვიქნები, ვინც ყოველგვარი კონკრეტული პირობის გარეშე ამ შეთანხმებას ხელს მოაწერსო”, - უთხრა „რეზონანსს“ ლევან გაჩეჩილაძემ. საინტერესოა ისიც, - წერს გაზეთი, რომ ”ნოღაიდელთან დაკავშირებით სუბარი-გაჩეჩილაძე „ალიანსისგან“ მეტ-ნაკლებად განსხვავებულ პოზიციას იკავებენ. სუბარი აცხადებს, რომ ვინმეს იდეის ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება.”
„რეზონანსის“ მიხედვით, სუბარი აცხადებს, რომ პრინციპებსა და თამაშის ახალ წესებზე შეთანხმებისას ფორმულა “ყველა მინუს ნოღაიდელი” არაფერ შუაშია. “როცა საუბარია ერთობაზე, ჩვენ ნოღაიდელთან ერთობაზე ვამბობთ უარს. თუმცა პრინციპებზე შეთანხმებისას ნოღაიდელის ფაქტორი ხელისშემშლელი არ არის.”
შაბათის „რეზონანსის“ კიდევ ერთ პუბლიკაციაში კახა კუკავა ამბობს: “ლევან გაჩეჩილაძესთან საქმიანი შეხვედრა მქონდა, ვესაუბრე არჩევნებზე და ყველა იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ერთიანობის მიღწევა. ლევანი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რიგ საკითხებზე. ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია ჯერ კიდევ უცნობია. ის ძალიან რთული ადამიანია და არ ვიცით, როდის რას გადაწყვეტს... ”
და კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ემოციური განხილვის საგანი იყო მიმდინარე კვირას, მოსკოვში მომხდარი ტრაგედია გახლდათ.
ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „24 საათს“ უთხრა: “კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რუსეთი აუცილებლად დაიწყებს ლაპარაკს, რომ მოსკოვის ტერაქტში საქართველო დაადანაშაულოს.“
უკვე მომდევნო დღეს ქართული პრესა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებაზე მსჯელობდა, ანუ იმაზე, რომ იგი 29 მარტის ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს.
შაბათის „რეზონანსი“ წერს, რომ ექსპერტები ომის დაწყების საფრთხეებზე საუბრობენ და გიგა ბოკერიას კომენტარს აქვეყნებს, რომელმაც განაცხადა, რომ ” ეს ბრალდებები განგაშის საფუძველს გვაძლევს.”