Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 მარტი 2010


დღევანდელი პრესის მიმოხილვის დასაწყისში მოკლედ გადავხედოთ ”მოდელირებული ქრონიკის” გარშემო ატეხილი სკანდალის გამოხმაურებებს, რაც დღესაც გაზეთების მთავარ თემად რჩებოდა. ტელეკომპანია ”იმედის” ადეკვატურ დასჯასთან დაკავშირებული მსჯელობისას ”ვერსია” აყენებს თავის ინიციატივას, მედიის გამჭვირვალობის უკეთ უზრუნველსაყოფად: ”უცხო ქვეყნის მოქალაქე ნაციონალური ტელევიზიების აქციების 20 პროცენტზე მეტს არ უნდა ფლობდესო, - წერს გაზეთი და იქვე ხსნის კიდეც: ”რა გარანტია გვაქვს, რომ ტელეკომპანიის მფლობელი უცხოელი თავისი ქვეყნის ან სულაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობსო.”

რაც შეეხება გუშინ და გუშინწინ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს, ”რეზონანსი” წერს, ოპოზიცია ფარულ ჩანაწერებში მერაბიშვილის ხელს ხედავსო და მოჰყავს კახა კუკავას და სოზარ სუბარის კომენტარი, შემდეგ კი ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის სიტყვები: ”არველაძე-წამალაშვილის სატელეფონო საუბარს პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილზე გავყავართ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ყველამ კარაგდ იცის, რომ ამ ქვეყანაში სატელეფონო საუბრებს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ეს ჩანაწერიც სწორედ მისი ნებართვით მოხვდა ინტერნეტში.”

რაც შეეხება მეორე სტელეფონო საუბარს - სააკაშვილსა და რურუას შორის, ამის შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე ”24 საათი” წერს: ”ვანო მერაბიშვილი თუ აკონტროლებს ჩემი და ჩემი კოლეგების საუბარს, რატომ გიკვირთ, რომ რუსეთმა შეიძლება თურქეთიდან თბილისში დარეკილ სატელეფონო საუბარს მოუსმინოსო”, - ამბობს ალასანია, რომელიც იქვე ამატებს, ხელისუფლება თუ დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის ჩატარებაზე დათანხმდა, კიდევ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ეს სატელეფონო საუბარი იმ ფორმით, როგორც წარმოჩენილია, არ შემდგარაო.

სატელ;ეფონო საუბრების თემა რომ გავაგრძელოთ, ”ვერსიაში” ნახავთ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც კიდევ ერთხელ ჰყვება მოსკოვში თავისი ვიზიტის შესახებ და ერთ ადგილას ის პუტინის დადებით და სააკაშვილის უარყოფით მხარეზე ამახვილებს ყურადღბას: ”განსხვავებით სააკაშვილისგან, პუტინი თავის სიტყვას ასრულებს, ისევე როგორც შეუსრულა სააკაშვილს, როცა აპრილში, სატელეფონო საუბრისას, გააფრთხილა, ომს თუ დამიწყებ, ქვეყანას თავზე დაგამხობო”. ინტერვიუს სრულად ”ვერსიაში” გაეცნობით.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG